ჩვენი ელ-კომერციულ პლატფორმას VirtueMart-იც შეემატა. თუ Joomla-ზე გაქვს აწყობილი საიტი და ონლაინ მაღაზიის ჩაშენებას გეგმავ, მაშინ გადახდების ინტეგრაციაში ჩვენ დაგეხმარებით, რადგან Shopify-ის, Wix-ის, Magento-ს მსგავსად VirtueMart-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ საქართველოში.

გაქვს პროდუქტი, რომლის გაყიდვაც გინდა?  გინდა შექმნა ონლაინ მაღაზია, მაგრამ იცი, რომ ამისთვის თვეობით დეველოპერებსა და დიზაინერებთან მუშაობა და დიდი ბიუჯეტია საჭირო? შენ კი ჯერ სტარტაპერი ხარ.

კომპანია „უნიფეი“ აგრძელებს Checkout პროექტის ფარგლებში მსოფლიოში პოპულარულ ელ-კომერციულ პლატფორმებთან დამეგობრებას. ამიერიდან სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ UniPAY წარმოდგენილია Magento-ს ბაზაში, როგორც გადახდების გადაწყვეტილება საქართველოში.

კრიპტოსაფულე UniCOIN განახლებული გამოცდილებით ბრუნდება. ის ახალ პლატფორმაზე გადადის და მომხმარებელს დაცულ და სანდო კრიპტოსაფულეს სთავაზობს. 

თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტს დიდი როლი აქვს - დღეს ინტერნეტის გარეშე კომუნიკაცია წარმოუდგენელია. თავის დროზე, ჟენევის ლაბორატორიაში საკომუნიკაციოდ შექმნილმა პატარა ქსელმა მალე მთელი მსოფლიო მოიცვა და ვირტუალური იმპულსების მთელი იმპერია შექმნა.