შეხვედრა ელ-კომერციის თემაზე ტექნოპარკში

3 მაისს, 18:00 საათზე ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა ლექციის ტიპის შეხვედრა ელ-კომერციის თემაზე ტექნოპარკის ბენეფიციარი სტარტაპერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ლექცია ჩაატარა კომპანია „უნიფეის“ დამფუძნებელმა კობა ქურდაძემ. ისაუბრა ვებგვერდზე გადახდების ინტეგრაციის პროცესებზე,

განიხილა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმა და ამ პლატფორმებზე გადახდების ინტეგრაციის ეტაპები. ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია ევროპაში პროდუქციის რეალიზებით, მიაწოდა ინფორმაციას SEPA-ს შესახებ, რაც ახალი და უნიკალური პროდუქტია ევროპიდან გადახდების მისაღებად.

სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს ასევე მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებმაც პირად ქეისებზე ისაუბრეს: როგორ შეარჩიეს პლატფორმა, რა ეტაპები გაიარეს ონლაინ გადახდების ინტეგრაციისთვის და როგორია მათი გამოცდილება ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით საქართველოს ბაზარზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გერმანული ტექნიკის კომპანიის - „კერხერის“ საქართველოს ოფისის ონლაინ გაყიდვების და სფეროს სპეციალისტი - თამარ ჯავახიშვილი; ქართული ტანსაცმლის ბრენდის, „კრავაის“ დამფუძნებელი ქეთო ცაავა და სტიკერების კომპანია „აისქრიმის“,  და არა მხოლოდ, დამფუძნებელი - ბექა ზაქაიძე.

 

 

“სტუმრები, შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეძლებენ საკუთარი ბიზნესის ინტერესებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, შეარჩიონ ონლაინ პლატფორმა ელ-კომერციისათვის, მარტივად დაამატონ გადახდები საკუთარ ვებ გვერდებზე და მომზადებულები შეხვდნენ ქართული ბაზრის სპეციფიკას.” ამბობს კობა ქურდაძე.