პირველად საქართველოში - SEPA ევროპული გადარიცხვები UniPAY-სგან

2017 წლის დეკემბრიდან UniPAY-ის ელ-საფულის მომხმარებლებს SEPA-ს ევროპული ანგარიშით სარგებლობა შეგიძლიათ. SEPA (Single Euro Payments Area) ევროპის 34 ქვეყანას მოიცავს და მათ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თანხა სხვადასხვა ევროპული ბანკიდან შუამავლისა და დაბრკოლებების გარეშე გადარიცხონ.

 თუ დარეგისტრირდებით ვებგვერდზე www.unipay.com, გაივლით მარტივ ვერიფიკაციას და ერთი „კლიკით“ გაააქტიურებთ SEPA-ს პირად ანგარიშს, ევროპიდან გადმორიცხულ თანხას ზუსტად იმავე პირობებით მიიღებთ, როგორც ევროპული ანგარიშის მფლობელი.

როგორ ვიღებთ თანხას?

SEPA-ს ანგარიშის ნომერს, რომელიც მოგენიჭათ ანგარიშის აქტივაციისას UniPAY-ს საფულეში, ევროპაში მყოფ ადრესანტს უგზავნით და ის თანხას ჩვეულებრივ გირიცხავთ, როგორც მაგალითად საფრანგეთის მოქალაქე გადაურიცხავდა გერმანიის მოქალაქეს პირად ევროპულ ანგარიშზე. ან უფრო მარტივად, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ერთი ბანკის ანგარიშიდან ურიცხავთ თქვენს მეგობარს თანხას მეორე ბანკის ანგარიშზე, ზუსტად იმავე პრინციპით მუშაობს SEPA-ს გადარიცხვებიც.

SEPA-ს უპირატესობები:

  • თუ ქართულ საბანკო ანგარიშზე ევროპული ბანკიდან გადმორიცხული თანხა აისახება 3-დან 5 სამუშაო დღეში და მოითხოვს შუამავალ ბანკებს, SEPA-ს ანგარიშზე თანხის მიღებას მხოლოდ 1 სამუშაო დღე სჭირდება და თანხა პირდაპირ, შუამავლების გარეშე ირიცხება.
  • მიმღებსა და გამგზავნს შეუძლიათ ოპერაციები სახლიდან გაუსვლელად, „ონლაინ“ შეასრულონ და თავიდან აიცილონ ბანკში ან რომელიმე ფიზიკურ სალაროში მისვლა და რიგში დგომა.
  • თანხის გადარიცხვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. თუ ოპერაციას „ონლაინ“ შეასრულებთ, არ დაგჭირდებათ ბანკის სამუშაო საათების გათვალისწინება.

დამატებითი ინფორმაციისა და ანგარიშის აქტივაციისთვის, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე .

SEPA ბიზნესისთვის

თუ ხარ მეწარმე, ფრილენსერი, ან საქართველოდან გაგაქვს ექსპორტზე ნებისმიერი ტიპის საქონელი,„SEPA ბიზნესისათვის“ გაძლევთ  საშუალებას მიიღოთ გადახდები  ევროპის 34 ქვეყნიდან.

 

კრიპტოვალუტა

თუ კრიპტოვალუტით ხართ დაინტერესებული, SEPA-ს მეშვეობით თანხის განაღდებას ასევე შეძლებთ ვებგვერდებიდან: cex.io, bitstamp, bitfinex, kraken, bitcoin.de, GDAX, BitPanda, Paymium, Safello, CoinCorner, Cubits, AnyCoin, Direct, HappyCoins, Coinbase და ა.შ., ყველგან, სადაც SEPA  გადახდებია. თანხის გატანის მეთოდებში ირჩევთ SEPA-ს, წერთ ანგარიშის ნომერს და მარტივად ღებულობთ თანხას პირად ანგარიშზე UinPAY-ს საფულეში. აღსანიშნავია, რომ UniPAY-ს პროდუქტი UniCOIN სრულიად თავსებადია SEGWIT-თან, რაც ბიტკოინის გადარიცხვების დროს იძლევა მეტ სისწრაფეს.

თანხის გადარიცხვა ევროპაში

UniPAY მუშაობს ამ მიმართულებით და უკვე ძალიან მალე დაგვემატება თანხის ევროპაში გადარიცხვის ფუნქციაც. ამ სიახლის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად პირველები შეიტყობთ ჩვენი ბლოგის მეშვეობით.

 

კომპანია „უნიფეი“ 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ელექტრონული საფულის მომხმარებელს ტექნოლოგიურ, ალტერნატიულ სერვისებს სთავაზობს. ელ-საფულის კონცეფცია მსოფლიოში ზოგადად ახალი ტენდენციაა და უამრავ დროსა და ენერგიას ზოგავს. „სმარტფონის“ საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, ისარგებლოს უამრავი ონლაინ მაღაზიით ან შეასრულოს საბანკო გადარიცხვები“.