თანხის გაგზავნა ყველაზე სწრაფად

შეიძლება ბევრმა არ იცის თანხის გადარიცხვის იმ უსწრაფეს ონლაინ საშუალებაზე, რომელსაც UniPAY სთავაზობს მომხმარებლებს.

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ბანკში გაქვს ანგარიში, ან რომელი ბანკიდან გირიცხავენ თანხას, შეგიძლია თანხა შენს საფულეში რამდენიმე წამში მიიღო.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ბარათის, ისე ელექტრონული საფულის მეშვეობით.

UniPAY-ს სერვისი unipay.to 2014 წლიდან არსებობს და ძალიან კომფორტული სერვისია. .to ბმული წარმოადგენს უნიკალურ გვერდს, სადაც შეძლებთ მიიღოთ თანხა მომენტალურად როგორც ვიზა, მასტერქარდ და ამექს ბარათებიდან, ასევე კრიპტოსაფულეებიდან და UniPAY-ს ბალანსიდან. 

 

როგორ მუშაობს:

შედიხარ unipay.to-ზე, ირჩევ სასურველ სახელს და ღებულობ შენს პერსონალურ გადახდის ლინკს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია გაუგზავნო თანხის მისაღებად.

მაგალითად ირჩევ სახელს unipay.to/gio - ამ ბმულს უგზავნი მას, ვისგანაც თანხა უნდა მიიღო. ის გადადის ბმულზე და მისთვის მოსახერხებელი მეთოდით - იქნება ეს საბანკო ანგარიში, თუ უნიფეის საფულე, რიცხავს თანხას მარტივად და რაც მთავარია ძალიან სწრაფად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანხის გადმოსარიცხად არ არის საჭირო, რომ გადმომრიცხავი იყოს UniPAY-ის საფულის მომხმარებელი.

სერვისი ხელსაყრელია თვითდასაქმებული პირებისთვის. ტაქსის მძღოლი, კლიენტისგან ძალიან მარტივად შეძლებს მიიღოს თანხა საფულეში, რომელსაც მგზავრი მობილური აპლიკაციით - UniPAY.to-ს მეშვეობით დაურიცხავს. სერვისი ასევე სასარგებლოა კერძო კურიერებისთვის, რეპეტიტორებისთვის, სანტექნიკოსებისათვის სხვა ერთჯერადი თუ მრავალჯერადი გადახდების მისაღებად იმ პირებისთვის, რომლის მიღებასაც პირდაპირ ლინკის მეშვეობით შეძლებენ.

პირადი .to ბმულის გასააქტიურებლად აუცილებლია იყო UniPAY-ს მომხმარებელი და ვერიფიკაციის ყველა დონე გავლილი გქონდეს. რეგისტრაცია და თანხის გაგზავნა სრულიად უფასოა.

ბმული, რომელსაც აირჩევ, ძალიან მარტივად შეგიძლია გაუგზავნო მეგობარს  sms-ით ან  Facebook-ზე, Instagram-ზე და ა.შ. თანხის გაგზავნაც მარტივია: შეიყვან თანხას, აირჩევ გადახდის მეთოდს და voila! თანხა გადარიცხულია. სერვისი ნებისმიერ დროს, 24/7-ზე ხელმისაწვდომია და ნებისმიერი ბანკის ანგარიშიდან შეძლებ გააგზავნო ნებისმიერი რაოდენობის თანხა მიმღების საფულეში. მიმღებს კი ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიტანოს საფულიდან თანხა ბარათზე, ან გამოიყენოს დანიშნულებისამებრ.

დამატებითი და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. არ დაგავიწყდეთ დაგვალაიქოთ Facebook-ზე და გამოგვყვეთ Twitter-სა და LinkedIn-ზე.