რომელ თამაშებს უნდა ველოდოთ 2018-2019 წლებში - ნაწილი 1

2018 წლის ზაფხული, ვიდეო თამაშების მხრივ, დასაწყისიდანვე საკმაოდ ცხელი ჩანს. მსხვილმა დეველოპერებმა უკვე დააანონსეს, თუ რა თამაშებს უნდა ველოდოთ 2018-2019 წლებში, სია კი საკმაოდ მსუყედ გამოიყურება. შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ის თამაშები, რომლებიც, ჩვენი მოკრძალებული აზრით, ყველაზე საინტერესოა „პრო“ და მოყვარული გეიმერებისთვის. წლევანდელი E3 კონფერენცია, ალბათ, ოქროს ასოებით შევა გეიმინგის ისტორიაში, რადგან თამაშების დეველოპერებმა და ვენდორებმა გაითვალისწინეს გეიმერების უკუძახილი სხვადასხვა თემაზე და ეპიკური თამაშების მთელი კასკადი შემოგვთავაზეს 2018-2019 წლებისთვის. სია იმდენად დიდია, რომ გადავწყვიტეთ რამოდენიმე ნაწილად გავყოთ. მაშ, ასე! დავიწყოთ:

 

ნაწილი 1

 

Bethesda Game Studio, ალბათ, წლის ყველაზე ხმაურიანი ანონსით მოგვევლინა. წლევანდელ E3 გამოფენაზე, რომელიც, როგორც იცით, ყველაზე  მასშტაბური ექსპოზიციაა. Bethesda-მ თავის ჰიტი თამაშები წარადგინა: Fallout76, DOOM Eternal და Skyrim VI.

 

Fallout76

თამაში, როგორც თავად Bethesda-ს თამაშების რეჟისორი ტოდ ჰოვარდი ამბობს, ონლაინია, თუმცა, სტუდიამ არ გადაუხვია ტრადიციულ კურსს და აგრეთვე გააჩნია სოლო რეჟიმიც. Fallout76 აქამდე გამოსული ყველა სერიის პრექუელია და მოგვითხრობს თუ როგორ დაიწყო Wasteland-ის ისტორია. აღსანიშნავია, რომ Fallout Shelter PlayStation 4 პლატფორმაზეც გაეშვა უშუალოდ ექსპოზიციის დროს. ონლაინ ვერსიისთვის PC პლატფორმაზე სათამაშოდ ყველაზე ოპტომალური STEAM-ზე იქნება, ასე რომ მოემზადე და შეავსე ანგარიში მარტივად www.steam.ge მეშვეობით.

 

The Elder Scrolls VI

Bethesda-მ 3 ყველა დროის ყველაზე საუკეთესო თამაშებს The Elder Scrolls VI შემატა, რომლის ვირტუალური ფართობი 4-ჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე სერიის წინა ნაწილში იყო. აღსანიშნავია, რომ PC პლატფორმის გარდა სერიის გაგრძელებები Play Station 4, XBOX, iOS, Nintendo Switch-ის პლატფორმაზეც გამოვა. ამ თამაშის მოყვარულებს შეგიძლიათ UniPAY-ს საფულიდან შეიძინოთ iTunes-ის, XBOX-ისა და PlayStation 4-ის Gift Card-ები, ასევე მოემზადოთ და მოიმარაგოთ რესურსები STEAM-ზე შეავსოთ ყველაზე მარტივად www.steam.ge-ს მეშვეობით.

 

DOOM Eternal

ყველა დროის ყველაზე პოპულარული 1st Person Shooter ისევ ბრუნდება მარსის მოჩვენებებითა და ჯოჯოხეთის განსხეულებული ქმნილებებით. თუმცა, სახლს არაფერი ჯობია და „უბედურების დღეც“ ამჯერად დედამიწაზე დადგება. თამაში ცნობილია მისი „კლაუსტროფობიური“ სივრცით, თუმცა ამჯერად Bethesda უფრო დიდ სივრცეებსა და მეტ უზარმაზარ დემონს გვპირდება დასამარცხებლად.

 

ზემოთხსენებული 3 საკულტო თამაშის შემდეგ, ალბათ აუცილებელი იქნება ვახსენოთ კიდევ ერთი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, ამჯერად CAPCOM-ისგან.

 

Resident Evil 2 Remake

RE სერიების REVII-ით დიდი დაბრუნების შემდეგ, CAPCOM-მა ფანების დიდი ხვეწნა-მუდარა გაითვალისწინა და Resident Evil 1 HD Remaster-ის შემდეგ Resident Evil 2 Remake-ს დაგვპირდა.  ტრეილერიც და gameplay-ც საკმაოდ სუნთქვაშემკვრელად გამოიყურება და 90-იანების ბოლოს გვაბრუნებს, სადაც კლერ რედფილდი და ლეონ კენედი 2 სხვადასხვა ლოკაციიდან ცდილობენ თავი დააღწიონ გამეფებულ ბოროტებას Racoon City-ში. თამაშის რელიზი 2019 წლის იანვარში იგეგმება PC, XBOX და PlayStation პლატფორმებზე.

 

DYING LIGHT 2

ზემოთ თამაში ვახსენეთ ზომბებზე და არ შეიძლება, ბოლო დროის ეს შედევრიც არ აღვნიშნოთ. მოგეხსენებათ თამაშის ვენდორებმა რამდენიმე წლის წინ Dead Island 2-ის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადეს და შედეგად მივიღეთ Dying Light. თამაშის ახალი სიქუელი პირველი ნაწილიდან 15 წლის შემდეგ ვითარდება, სადაც კაცობრიობა ისევ განაგრძობს ინფიცირებულებთან ბრძოლას. შემქმნელები გვპირდებიან, რომ თამაშის სივრცე წინაზე 4 ჯერ უფრო დიდი იქნება და კიდევ უფრო მეტი პარკურის ელემენტი დაემატება. თამაშში თითოეულ ფრაქციასთან ინტერაქცია ზეგავლენას მოახდენს მოთამაშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. თამაშის გამოსვლის დრო უცნობია, თუმცა ის ხელმისაწვდომი იქნება XBOX, PlayStation და PC პლატფორმებზე.

 

Last of US II

კიდევ ერთი აუცილებლად აღსანიშნი თამაში ინფიცირებულებზე, რომელსაც გეიმინგ სამყარო დიდი ინტერესით ველოდებით. წინა სერიის პოსტ-აპოკალიპტური სამყაროს ისტორიამ ყველა რეკორდი და ჯილდო მოხსნა და 2013 წლის ყველა მოვლენა გადაფარა. ელის გმირი ალბათ გეიმერების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. თამაშის პირველი ნაწილი ემოციებით აღსავსე იყო. მომდევნო ნაწილის ტრეილერებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თამაშის მოყვარულებში, თუმცა გამოითქვა უკმაყოფილებებიც. თამაშს მულტიპლეიერიც ექნება წინას მსგავსად და რა საკვირველია, მხოლოდ PlayStation-ზე გამოვა.

 

Death Stranding

ჯერჯერობით არავინ იცის რა ხდება ამ თამაშში. რთულია ჰიდეო კოჯიმას შემოქმედების გამოცნობა. პერსონაჟები შექმნილია ნორმან რიდუსის,  მედს მიკელსენის, ლეა სეიდუს, ლინდსი ვაგნერის მიხედვით. როგორც ყველა მის მიერ შექმნილ თამაშში, აქაც რაღაც დიდი და მასიური ხდება. ტრეილერები, რომლებიც აქამდე ვნახეთ, პირდაპირი მნიშვნელობით სულისშემძვრელი და ამასთანავე გაუგებარია, თუმცა, მნახველს უტოვებს შეგრძნებას, რომ რაღაც ეპიკური ხდება და თუ კოჯიმას მანამდე შექმნილ თამაშებს გავითვალისწინებთ, ასეც უნდა იყოს. ამ ბლოგის ავტორები, ისევე როგორც თქვენ, სულმოუთქმელად ველოდებით ამ თამაშის დარელიზებას, რომლის გამოსვლის დროც უცნობია. მგონი ყველანი ველოდით, რომ წლევანდელ E3-ზე უფრო მეტი დეტალები გახდებოდა ცნობილი, თუმცა ცნობილი მხოლოდ ის დარჩა, რომ თამაში PlayStation 4-ზე გამოვა. თამაშის გამოსვლამდე შეგიძლიათ მოემზადოთ:  www.unipay.com-ზე გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიკაციის გავლის გარეშე შეიძინოთ PlayStation Gift Card-ები ყველაზე მარტივად ონლაინ.

 

Devil May Cry 5

DMC ეპიკური სერია 2019 წლიდან გაგრძელდება. წინა სიქუელის ერთ-ერთი მთავარი გმირი - ნერო გვიბრუნდება და ისევ ებრძვის ჯოჯოხეთის ლეგიონებს. ტრეილერის ბოლოს ვიხილეთ, აწ უკვე გრძელთმიანი, დანტეც. თამაშის გამოშვება 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება და განსხვავებით Death Stranding-ისა და Last of US II-ის, სავარაუდოდ, ყველა სათამაშო პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.

 

RAGE 2

დავუბრუნდეთ Wasteland თემატიკას. Bethesda-ს კიდევ ერთი შედევრი, რომელსაც Fallout-ის Borderlands-ის და Mad Max-ის „იერი“ დაკრავს და სავსეა FPS და RPG ელემენტებით. 2011 წლის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის გაგრძელება. ქაოტური ატმოსფერო, ატომური ომის მერე გამეფებული ანარქია, კლანები და რესურსები - თამაშის პერსონაჟს ამ ყველაფერთან გამკლავება ისევ მოუწევს. განადგურებულ დედამიწაზე ქაოტური სიგიჟე ისევ გაგრძელდება. თამაში PS4, XBOX ONE, PC პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაგრძელება იქნება... მანამდე კი შეგიძლიათ მიყვეთ ბმულებს და მომზადებული შეხვდეთ თამაშების გამოსვლას:

1. სტიმის ანგარიშის ყველაზე მარტივად შესავსებად ეწვიეთ ბმულს: www.steam.ge

2. Play Station 4-ის Gift Card-ის შესაძენად: https://www.unipay.com/services/playstation

3. XBOX-ის Gift Card-ის შესავსებად: https://www.unipay.com/services/xbox