Spotify Premium - მუსიკალური საზრდო შენი სულისთვის

მოგეხსენება, საქართველოში არ გვაქვს რიგი ონლაინ სიკეთეები, რითაც დანარჩენი მსოფლიო სარგებლობს: იქნება ეს GooglePlay მარკეტის სრული მხარდაჭერა, გუგლის სხვადასხვა სერვისები, ონლაინ მაღაზიები, ქართული ბარათის iTunes, XBOX, PlayStation მარკეტზე მიბმა და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მოსახლეობის სიმცირისა და მსყიდველუნარიანობის დაბალი პროცენტული მაჩვენებლის გამო მსოფლიოს ონლაინ ტექნოლოგიების წამყვანი ფირმები ნაკლებად ინტერესდებიან ჩვენი ბაზრით. ზოგჯერ სერვისების დისტრიბუცია და შენახვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ბაზრის მსყიდველუნარიანობაა.

ზემოთჩამოთვლილს მიეკუთვნება Spotify-ც. როგორც იცით, ეს სერვისი მიუწვდომელი იყო და ათას „დათვის ბუნაგში“ გვიწევდა გავლა სასურველი აპლიკაციის ჩამოსატვირთად და გამოსაყენებლად. UniPAY-ს ჯგუფს ძალიან გვიყვარს მუსიკა, ხარისხიანი მუსიკა - კიდევ უფრო. აქედან გამომდინარე, გვსურდა რაიმე გზა გამოგვენახა იმისათვის, რომ Spotify-ს ოფიციალურად გამოწერა შესაძლებელი გამხდარიყო აქაც, ჩვენს სივრცესა და გარემოში, რადგან ვფიქობთ, რომ რაც კარგია ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დიდი ხნის მუშაობისა და მოლაპარაკებების შემდეგ მიზანს მივაღწიეთ.

ალბათ, ხშირად გესმით გარშემომყოფებისგან შეკითხვა: „რამე პროგრამა/აპლიკაცია ხომ არ იცი, მუსიკას რომ ინტერნეტის გარეშე ვუსმინო? დღეიდან შეგიძლია უპასუხო, რომ კი, იცი და ეს არის Spotify Premium, რომელიც უკვე საქართველოშია. ტარიფები სტანდარტულია, როგორც Spotify-ს ოფიციალურ საიტზე და არის მუდმივად $9.99-ის ექვივალენტი ლარში. 3 თვიანი პაკეტის შეძენისას ღებულობთ 5%-იან ფასდაკლებას, 6 და მეტ თვეზე გამოწერის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. გადახდის უსაფრთხოებას UniPAY უზრუნველყოფს და დაცულია THAWTE-სა და Symantec-ის ულტრათანამედროვე სისტემებით, სადაც ბუზიც კი ვერ შეფრინდება.

 

როგორ ჩავრთო?

ძალიან მარტივად - შედიხარ www.spotifypremium.ge და მიყვები აქტივაციის  ბმულს. ირჩევ სასურველ პაკეტს, წერ მონაცემებს, აჭერ გადახდას და ეგაა. მსგავსი ხარისხით მუსიკა ტელეფონში ალბათ არასოდეს მოგისმენია.

 

 

რატომ პრემიუმი?

უსმენ მუსიკას რეკლამის გარეშე

ალბათ იცი, რომ თანამედროვე ციფრული სამყარო ციფრული მარკეტინგით ცოცხლობს. რეკლამა მათთვის შემოსავლისა და სერვისების გამართულად მუშაობის წყაროა. თუმცა, პრემიუმის გამოწერისას, სხვა სიკეთეებთან ერთად იმის უფლებასაც ყიდულობ, რომ მუსიკას უწყვეტ რეჟიმში უსმინო.

უსმენ როცა გინდა და სადაც გინდა, ინტერნეტის გარეშეც

კი, ნამდვილად, ინტერნეტის გარეშეც. პრემიუმი გაძლევს საშუალებას ნებისმიერი ლოკაციიდან, ნებისმიერ ქვეყანაში მოუსმინო მუსიკას და თუ ინტერნეტის დაზოგვა გსურს, არც ესაა პრობლემა - პრემიუმის ფარგლებში გენიჭება შენი „ქლაუდი“, საიდანაც უსმენ მუსიკას offline რეჟიმშიც.

გადართე მუსიკა შეუზღუდავად

Spotify-ს ჩვეულებრივი, სტანდარტული პაკეტი შეზღუდულია შემდეგ სიმღერაზე გადართვის შესაძლებლობით. პრემიუმს მსგავსი არანაირი შეზღუდვა არ აქვს.

ხარისხი

ეს თავად უნდა გამოსცადო, რადგან წერილობით აუდიალური განცდის გადმოცემა რთულია. რაღას უცდი? დააგემოვნე > www.spotifypremium.ge

 

ხშირად დასმული შეკითხვებისთვის მიჰყევი ბმულს;

წესები და პირობებისთვის კი დააკლიკე აქ.

 

თუ ფიქრობ, რომ საინტერესო ინფორმაცია მიიღე, გაუზიარე მეგობრებსაც სოციალური მედიის საშუალებით, ლინკის მეშვეობით ან უბრალოდ მოუყევი, რომ Spotify Premium მუსიკა უკვე აქაა.