როგორ აღმოჩნდა ქართული ჯგუფი Spotify-ზე და რატომ ვუსმინოთ მუსიკას ამ პლატფორმაზე

სულ რამდენიმე კვირაა, რაც Spotify Premium ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდა ქართველებისთვის, რომლებიც აფასებენ ხარისხიან მუსიკას. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ეს კომპანია UniPAY-ის დამსახურებაა. ^^

მას შემდეგ, რაც გავააქტიურეთ პრემიუმ პაკეტი და თითქმის უწყვეტ რეჟიმში ვუსმენდით ჩვენი გემოვნების მუსიკას, დავინტერესდით იყენებდნენ თუ არა ქართველი არტისტები ამ პლატფორმას. ძალიან გაგვიხარდა, როცა აღმოვაჩინეთ ქართული მუსიკალური ჯგუფიMellow”.

გადავწყვიტეთ, ბენდის წევრებთან გაგვესაუბრა და როგორც მსმენელისთვის, ისე სხვა ქართველი არტისტებისთვის გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება და Spotify-სთან დაკავშირებული მოსაზრებები.

  1. როგორ აღმოჩნდით Spotify-ზე?

გურიკა: დიდი ხანია Spotify-ს მომხმარებლები ვართ ბენდში თითქმის ყველა. ერთ დღესაც დიდი, ნათელი იმედებით აღვიჭურვეთ, მოვიძიეთ გზები (მოვიძიეთ - დავგუგლეთ) და თავი Spotify-ზე ამოვყავით, არც ისე ძვირად და არც ისე რთულად.  მაგრამ ნათელი და დიდი იმედები გაგვიცრუვდა მალევე (ერთ-ორ საათში). მივხვდით, რომ უკვე არსებული მსმენელის გარეშე ვერას გახდები ამ პლატფორმაზე. არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ ბევრი თანამემამულე იყენებდა Spotify-ს. უფასო, არაოფიციალური ვერსიის შეზღუდვებმა ბევრ ჩვენს მეგობარს გაუფუჭა ნერვები, რის გამოც აპლიკაცია წაშალეს. საბოლოოდ მიგდებული, უპატრონოდ, უტრეკოდ და უიმედოდ დარჩა ჩვენი Spotify-ს არხი :s

მაგრამ ახლა, რადგან ერს შეგვიძლია პრემიუმი შევიძინოთ, „პრემიუმ ადამიანები“ ვიყოთ და რადგან გაიზარდა ქართველი მომხმარებლების რიცხვი, ახალი იმედებით და შემართებით გავუშვით ტრეკები! და რაც მთავარია, ვმუშაობთ ალბომზე, რომელსაც მხოლოდ Spotify-ზე გამოვამზეურებთ!

 2.რატომ უნდა მოგისმინონ Spotify-ზე?

ნიკა: ჩვენი გამოცდილებით (როგორც მსმენელები) Spotify არის ყველაზე კომფორტული გზა უსმინო შენთვის უკვე საყვარელ და ასევე უცხო მუსიკას შეუფერხებლად. სპეციალურად ამ პლატფორმისთვის გავაკეთეთ ჩვენი სიმღერების remastered ვერსიები. მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს მუსიკაშია, კარგად იქნება ორგანიზებული ერთი აპლიკაციის ფარგლებში. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, აუცილებლად Spotify-ზე უნდა მოგვისმინოთ.

  1. სხვა ქართველ არტისტებს თუ ურჩევთ რომ შემოგიერთდნენ და რატომ?

გურიკა: ჩვენ ვურჩევდით ყველა ქართველ არტისტს გამოჩნდნენ ამ პლატფორმაზე და შეხედონ მას, როგორც მრავალრიცხოვან მსმენელამდე მისასვლელ მარტივ გზას. Spotify-ს ორიგინალური ალგორითმი მოსმენების რაოდენობით ირჩევს მოხვდება თუ არა კონკრეტული სიმღერა რეკომენდაციებში სხვადასხვა მომხმარებელთან. თუ მომხმარებელს მოეწონება სიმღერა, ის მას თავის playlist-ში დაამატებს, რომელსაც შეიძლება ათასობით გამომწერი ჰყავდეს, რაც გახდება უშველებელი ტრამპლინი! ამიტომ, ყველა ქართველი არტისტისთვის მისწრება უნდა იყოს თავის fanbase-იანად Spotify-ზე შემოკუნტრუშება! ამგვარი მასშტაბების ცვლილება თანამედროვე ქართველ არტისტებს აძლევს საშუალებას, გააცნონ თავი სრულიად განსხვავებულ მსმენელს, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მათ შემოქმედებაზე და კონკურენტუნარიანობაზე.

მოკლედ, იმის გარდა, რომ Spotify არის ერთგვარი ხიდი არტისტსა და მსმენელს შორის, ის არის ორიენტირებული მხოლოდ მუსიკაზე.

და რაც მთავარია, უკვე არსებული ჩვენი პატარ-პატარა ფანბეისები საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევენ თავიანთ საყვარელ ეროვნულ, მშობლიურ მუსიკოსებს  Youtube-ის გარდა Spotify-ზეც თუ მოუსმენენ ^^

  1. რატომ „ასწორებს“ მთლიანობაში Spotify Premium?

ნიკა: ისევ და ისევ პირადი გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანაირი მოსაწყენი სიტუაცია უფრო მარტივი გადასალახია კარგ მუსიკასთან ერთად. Spotify Premium არ დაგწყვეტს გულს და მოგასმენინებს იმას, რაც შენ გინდა, ზედმეტი წვალების, Shuffle-ის და მოსაბეზრებელი რეკლამების გარეშე.

ასწორებს.

 

გამოსცადე შენც, მუსიკა ძალიან ხარისხიანია აქ: www.spotifypremium.ge

მოუსმინე Mellow-ს აქ.