რომელ თამაშებს უნდა ველოდოთ 2018-2019 წლებში - ნაწილი II

ვაგრძელებთ სტატიას იმ თამაშების შესახებ, რომლებსაც 2018-2019 წლებში ველოდებით. წინა სტატიაში ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ახალი გამოცემა, რომელებზეც ვფიქრობთ, რომ გეიმერებს შორის ყველაზე დიდი მოლოდინია. სტატიის მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ კიდევ 9 თამაშს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ სიაში მოხვედრას. მაშ ასე:

 

ნაწილი 2

 

Assassin’s Creed: Odyssey

Assassin’s Creed: Origins გამოსვლამ 2017 წლის ბოლოს ამ თამაშის მოყვარულები დაგვარწმუნა, რომ ის დაუბრუნდა იმავე ფესვებს, რითაც ასე ძალიან შეაყვარა თავი ფანებს. დინამიკა, დაძაბულობა და საინტერესო storyline-ი ახალ სიქუელშიც გველოდება, რომელიც პელოპონესის ომების მიხედვით არის შექმნილი და ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში გვამოგზაურებს. თამაში ქრისტეშობამდე 431 წელს იწყება და მოგვითხრობს ვითარების შესახებ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის.

თამაშის გმირი ქალი (კასანდრა) ან მამაკაცი (ალექსიოსი) თავად შეგვიძლია ავირჩიოთ. ისინი სპარტის მეფის - ლეონიდას 1-ის შთამომავლები არიან. ახალ სერიაში შენარჩუნებულია RPG და Action სტილი, თამაშის გმირის ჩვენს მიერ არჩეული გზა კი გავლენას ახდენს ქალაქ-სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე და რასაკვირველია, დასასრულზეც. ეგეოსის ზღვის თვალუწვდენელი ხედები და ულამაზესი კუნძულები, ძველბერძნული ეპოსი, ანტიკური გმირები - ეს ყველაფერი თავმოყრილი იქნება ახალ ნაწილში, რომელიც PC, XBOX და PlayStation 4 პლატფორმებზე გამოვა.

 

 

God of War

სადაც ძველ ბერძნულ თემატიკას ვახსენებთ, იქვე აუცილებელია God of War ვახსენოთ. ლეგენდარული თამაშის მომდევნო სერია უკვე გამოვიდა აპრილში, თუმცა, ის აუცილებლად იმსახურებს ამ სიაში მოხვედრას.

ამჯერად თამაშის გმირ ომის ღმერთს - კრატოსს შვილი ატრეუსი ჰყავს, რომელმაც არ იცის თავისი ღვთიური წარმომავლობის შესახებ. სცენა ძველი საბერძნეთიდან ძველ სკანდინავიაში ინაცვლებს და მოგვითხრობს გმირის დანაპირების ასრულებაზე, რომელიც მან თავის მეორე  ცოლს - ატრეუსის დედას აღუთქვა გარდაცვალებამდე. კრატოსმა ცოლის ფერფლი 9 სამეფოზე უნდა მიმოაბნიოს. თავგადასავლის დროს მათ დაპირისპირება სკანდინავიური ეპოსის მონსტრებთან და ღმერთებთან მოუწევთ. თამაში გამოსულია მხოლოდ PlayStation 4 პლატფორმაზე. შეგიძლიათ www.unipay.com -ზე შეიძინოთ PlayStation 4 სასაჩუქრე ბარათი და შემდეგ SONY მარკეტიდან გადმოწეროთ თამაში.

 

 

Battletoads

Nintendo-ს კლასიკა აწ უკვე ბრტყელ ეკრანებს უბრუნდება! არ გვეგულება 90-იანების თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ეს თამაში იცოდეს და არ უყვარდეს. ბაყაყების ახალი სერია ხელით დახატული/ფერწერული იქნება, 2.5D განზომილებაში და 3 მოთამაშეს შეეძლება ითამაშოს co-op რეჟიმში. სხვა რა უნდა იყოს რეტრო-გეიმერისთვის ბედნიერება? - ის, რომ თამაშს როგორც XBOX-ზე, ასევე PC პლატფორმაზეც ვიხილავთ. შეგიძლიათ Steam-ზე მოიმარაგოთ რესურსები და შეავსოთ www.steam.ge -ს მეშვეობით ძალიან მარტივად, ან შეიძინოთ XBOX სასაჩუქრე ბარათი პირდაპირ UniPAY-ს ელექტრონული საფულიდან.

 

Fortnite

თამაშის ბეტა ტესტები 1 წლის წინ, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მას შემდეგ თამაში იტესტებოდა, თუმცა, დეველოპერები 2018-ში გვპირდებიან მისი სრული ვერსიის გამოსვლას.  

თამაშში პოსტ-აპოკალიპტური პერიოდია - დიდი მსოფლიო შტორმის შემდეგ პლანეტის მოსახლეობის 98 % განადგურებულია. დედამიწაზე ზომბების მსგავსი არსებები დაძრწიან და გადარჩენილთა სიცოცხლეს სიკვდილით ემუქრებიან. Co-op რეჟიმში მოთამაშეებმა ერთად უნდა დაგეგმონ, ააშენონ და დაიცვან ტერიტორია მონსტრებისაგან. მისიების შესრულებით მოთამაშეები აუმჯობესებენ თამაშის გმირსა და იარაღებს. Fortnite PC, XBOX, PlayStation 4, MacOS პლატფორმებზე გამოვა. შეგიძლიათ მოემზადოთ და PlayStation 4-ის, XBOX-ისა და iTunes-ის ბარათები UniPAY-ს ვებ-გვერდიდან შეიძინოთ.

 

FIFA 2019

ტრადიციული საფეხბურთო სერია გრძელდება. თამაშის გამოსვლა ყოველთვის უხარიათ ფეხბურთის მოყვარულებს. აქედან გამომდინარე კი გასაკვირი არაა, რომ FIFA ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული თამაშია. FIFA 2019 ტრადიციულად ყველა პლატფორმაზე გამოვა.  PlayStation 4-ის და XBOX-ის სასაჩუქრე ბარათები შეიძინეთ აქ!

 

NBA 2K19

სადაც ფეხბურთი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კალათბურთიც. 2018 წლის გამოშვებამ ბევრი ნეგატიური შეფასება დააგროვა. 2019 წლის სერიაში ვიმედოვნებთ, რომ დეველოპერები გეიმერების გამოხმაურება გაითვალისწინებენ, ხარვეზებს გამოასწორებენ და უკეთესს გახდიან თამაშს.

 

Serious Sam 4: Planet Badass

FPS კლასიკა გაგრძელდება და ახალი სერიით ბრუნდება! ჩაკ ნორისი სემთან შედარებით 9 წლის ბიჭუნაა. ის უფრო კერკეტი კაკალია ვიდრე ბრიუს უილისი, უფრო დაუმარცხებელი ვიდრე ტერმინატორი. აი, გამოვა ახალი სერია და ნახავთ! ^^ მანამდე შეავსეთ Steam-ის ანგარიში მარტივად ონლაინ: www.steam.ge

 

Spiderman

Marvel და Sony Entertainment სპაიდის ახალ ვერსიას გვთავაზობენ, სადაც პიტერ პარკერი უკვე 23 წლისაა და 8 წელია ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ბოროტმოქმედებისგან და მონსტრებისგან იცავს. სერიაში ეპიზოდურად გამოჩნდებიან Avengers-ის წევრები და მარველის ანტი-გმირები. თამაშის გამოშვება 2018 წლის სექტემბერში იგეგმება PlayStation 4 პლატფორმაზე.

 

Vampyr

ლონდონი, 1918 წელი. დედაქალაქში ესპანური გრიპი მძვინვარებს და ნეოფიტი ვამპირი ჯონათან რეიდი ცდილობს ქალაქი განკურნოს გავრცელებული დაავადებისგან. დროდადრო მას მსხვერპლზე წასვლა მოუწევს, რომ თანამოქალაქეები გადაარჩინოს. ის ყოფილი სამხედრო ექიმია, რომელიც სისხლის გადასხმას უკეთებდა დაჭრილებს. მას ისევ მოუწევს ამ საქმიანობის გაგრძელება, ოღონდ ამჯერად ვამპირის უკვდავ სისხლს გადაუსხამს დაავადებულებს.

თამაში Action და RPG ჟანრისაა. მიუხედავად იმისა, რომ 1 თვეც კი არაა გამოსულია, უკვე დაიმსახურა კრიტიკოსებისა და გეიმერების მოწონება. მისი ყიდვა Steam-ზე შეგიძლიათ, ბალანსის შევსებას კი ყველაზე ადვილად www.steam.ge -ს მეშვეობით მოახერხებთ.

 

სტატიის 1-ლი ნაწილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. მე-3 ნაწილში ყველაზე „გემრიელი ლუკმა“ შემოვინახეთ და უახლოეს დღეებში დავწერთ. მანამდე არ დაგავიწყდეთ, რომ Steam-ის დიდი ფასდაკლება 5 ივლისს მთავრდება. იჩქარეთ, ბალანსის შევსება www.steam.ge -დან ყველაზე მარტივია. სცადეთ!

 

სასარგებლო ბმულები:

1. სტიმის ანგარიშის შესავსებად: www.steam.ge

2. Play Station 4-ის Gift Card-ის შესაძენად: https://www.unipay.com/services/playstation

3. XBOX-ის Gift Card-ის შესავსებად: https://www.unipay.com/services/xbox

4. სტატიის პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ: http://bit.ly/Video_Games_2018-19

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს ^^