6 მაგალითი თუ რატომ გჭირდება SEPA

UniPAY მომხმარებელს მუდამ სთავაზობს ალტერნატიული გადახდების არხებს, რადგან მუდმივად ინოვაციებისა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების ძიებაშია. სწორედ ამიტომ, ვეცადეთ მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა უკეთესი ფინანსური გარემოს შექმნაში

სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ SEPA-ს გადახდებზე საქართველოს მიბმა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, თუ ვის შეუძლია გამოიყენოს და შეიძლება დაჭირდეს SEPA ყველაზე მეტად საქართველოში:

 

ფრილენსერებს

ხშირად გვსმენია, რომ მხატვრებს, დიზაინერებს, დეველოპერებს და ზოგადად ფრილენსერებს შექმნიათ პრობლემა მიეღოთ ჰონორარი ან გადახდები ევროპის ქვეყნებიდან საბანკო სისტემის გავლით. ბიუროკრატიული პროცესების გარდა (რომელსაც ხანდახან 2 კვირაზე მეტი სჭირდება), დიდი დრო მიაქვს საბანკო გადარიცხვებს, რომელიც ხშირად შუამავალი ბანკების გავლით ხორციელდება. თუ დარეგისტრირდებით UniPAY-ს საფულეში, უფასოდ გაააქტიურებთ ევროპულ ანგარიშს, რომელიც გაგიმარტივებთ ჰონორარის მიღებას ევროპიდან. გადარიცხვა სწრაფად - 1 სამუშაო დღეში აისახება, განსხვავებით ბანკის 3-5 სამუშაო დღისგან. თანხის გამომგზავნს კი პირადი ონლაინ ბანკიდანაც კი შეეძლება ტრანზაქციის შესრულება.

 

მცირე მეწარმეებს

ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტ მცირე მეწარმეს გააქვს ექსპორტზე სხვადასხვა სახის საქონელი - თხილი, ღვინო, ხილი, ასევე მსუბუქი მრეწველობის ნივთები. გადახდების მიღების არხი ამ შემთხვევაშიც ბანკია და პროცედურულად მოკლებულია სიმარტივეს.  ბიზნესისთვის გადახდის მისაღებად SEPA კარგი ალტერნატივაა. შეგიძლია გადახდები მიიღო საფულეში, შეგიძლია გადახდები 1 დღეში მიიღო UniPAY-ს საფულეში. თანხის განაღდება შეგიძლია UniPAY-ს ფილიალებში, ასევე შესაძლებელია საფულეზე მიბმულ ბარათზე გადარიცხვა ან უნიფეის საფულიდან დახარჯვა. SEPA-ს გადახდები ევროპის 34 ქვეყნიდან შეგიძლია მიიღო. რაც მთავარია, არ მოგიწევს სხვადასხვა დაწესებულებებში რიგში დგომა.

 

ემიგრანტის ოჯახის წევრებს

თუ ევროპაში გყავს ისეთი ოჯახის წევრი, ვინც გიწევს ფინანსურ მხარდაჭერას, მაშინ გადარიცხვებს ადვილად მიიღებ. ადრესანტს ინტერნეტ-ბანკინგით შეუძლია გადმორიცხოს თანხა ისე, რომ აირიდოს ბანკში, ან სხვა ტიპის ორგანიზაციაში ფიზიკურად მისვლა და დამღლელ რიგში დგომა. UniPAY-ს საფულეში მიღებულ თანხას პირდაპირ სურვილისამებრ გადარიცხავთ საფულეზე მიბმულ ბარათზე.

 

კრიპტოვალუტის მომხმარებლებს

ბევრ უცხოურ კრიპტო-პლატფორმაზე შეხვდებით სხვადასხვა კოინების განაღდების გზებს. იმ ვებ-გვერდებზე, სადაც თანხის გატანის მეთოდებში მითითებულია SEPA, შეგიძლია კრიპტოვალუტის საფასური თავისუფლად მიიღო UniPAY-ის საფულეში. ამასთანავე, UniPAY-ს პროდუქტი UniCOIN სრულიად თავსებადია SEGWIT-თან, რაც ბიტკოინის გადარიცხვების დროს უფრო მეტ სისწრაფეს იძლევა.

 

მეგობრებს

ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც უცხოეთში მომუშავე მეგობარს სურს თანხა გადმოგვირიცხოს, თუმცა, თუ თანხას ქართული ბანკის ანგარიშზე გადმორიცხავს, თანხა რამდენიმე დღეში აისახება, ხოლო თუ რომელიმე ორგანიზაციას მიმართავს, ზედმეტი დროის და ენერგიის დახარჯვა მოუწევს.  ასეთი შემთხვევებისთვის SEPA იდეალური ვარიანტია - მიწერე მეგობარს UniPAY-ის საფულეში მონიჭებული SEPA-ს ევროპული ანგარიშის ნომერი და ის თანხას ინტერნეტ-ბანკით ზუსტად იმავე პირობებით გადმოგირიცხავს, როგორც ევროპის მოქალაქეები გზავნიან ერთმანეთთან.

 

კომპანიებს

SEPA-ს გადახდები ძალზედ მოსახერხებელია, როდესაც საქმიანი ურთიერთობები გაქვს ევროპულ კომპანიასთან. დაარეგისტრირებ კომპანიას, მიიღებ SEPA-ს ანგარიშის ნომერს, გადაუგზავნი პარტნიორს და ევროში გადახდებს მიიღებ ზუსტად იმავე პირობებით, როგორითაც ნებისმიერი ორი ევროპული კომპანია ისარგებლებდა.

 

სასარგებლო ბმულები:

UniPAY-ს საფულე: www.unipay.com

SEPA-ს ანგარიში: www.sepa.ge

 თუ გაქვს ბიზნესი: https://www.unipay.com/ecommerce 

თუ ეძებ ონლაინ პლატფორმას გაყიდვებისთვის: https://www.unipay.com/register

 

თუ გყავს ახლობელი ადამიანი ან ბიზნეს-პარტნიორი საზღვარგარეთ, გაუზიარე სტატია ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით