რომელ თამაშებს უნდა ველოდოთ 2018-2019 წლებში - ნაწილი III

დაპირებისამებრ ვაგრძელებთ სერიას - რომელ თამაშებს ველოდოთ 2018-2019 წლებში. როგორც წინა სტატიებში ვთქვით, ვიდეო-თამაშების მხრივ საკმაოდ მსუყე წელი გველოდება. წლევანდელ E3 კონფერენციაზე ჰიტი ვიდეო თამაშების რელიზი დაანონსდა. ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო თამაშების მომდევნო სია ასე გამოიყურება. (აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ პირველი და მეორე ნაწილი) მაშ ასე:

ნაწილი III

 

Battlefield V

თამაშის წარმატებული სერია გრძელდება. წინა ნაწილს, რომლის თემატიკა პირველი მსოფლიო ომი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე პლატფორმაზეა (იგულისხმება Origin), ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოყვა. მას დღესაც მილიონობით გეიმერი თამაშობს ონლაინ.

სერიის მეხუთე ნაწილი უკვე მეორე მსოფლიო ომზეა და სავსეა დაძაბულობით. თამაშის დეველოპერები ამბობენ, რომ განსხვავებით წინა სექუელისგან, ახალში გადმოსაწერი კონტენტი უფასო იქნება. თამაში ტრადიციულად გვიან შემოდგომაზე იხილავს დღის სინათლეს და XBOX, PlayStation და PC პლატფორმებზე გამოვა.

 

Call of Duty: Black Ops IIII

როცა ვახსენებთ Battlefield-ის რომელიმე სერიას, იქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Call of Duty. თამაშის შემქმნელები ამ შემთხვევაშიც არ ჩამორჩნენ მთავარ კონკურენტებს და ახალი ნაწილი დააანონსეს. შინაარსს რაც შეეხება, ის პირველი იქნება Call of Duty სერიებს შორის, რომელსაც არ ექნება ტრადიციული Single-Player კამპანია. მისიები დაფუძნებული იქნება მულტიფლეიერსა და ზომბების წინააღმდეგ co-op რეჟიმზე. თამაში PC, PS4 და XBOX პლატფორმებზე გამოვა.   

 

 

Visage

ძალიან საინტერესო, დაძაბული და საშიში თამაში Horror ჟანრში. თამაშის გმირი Dwayne ჩაკეტილ სახლში ხვდება, რომელიც სავსეა საფრთხეებითა და მოჩვენებებით. სახლში ოდესღაც უბედურება დატრიალდა, რომლის აჩრდილი დღესაც დასდევს ამ ადგილს. თამაშის ატმოსფერო და მუსიკა იმდენად დაძაბულია, რომ ყველაზე გამოცდილ horror ჟანრის მოყვარულსაც კი შეაშინებს. Visage ჯერ კიდევ 2015 წელს დაანონსდა და დეველოპერებმა fundraising-ით დაიწყეს ფინანსების მოზიდვა. აღსანიშნავია, რომ ის  ჰიდეო კოჯიმას P.T. - “Playable Teaser-ის ერთ-ერთ „მემკვიდრედ“ მოიაზრება, რომელიც თავის მხრივ Silent Hills-ის ანონსი იყო და რომლის პროექტიც დაიხურა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, თამაშის გამოსვლის დროდ 2018 წელია მითითებული, ხოლო პლატფორმები - PS4, XBOX ONE და PC. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

 

 

Call of Cthulhu: The Official Video Game

ლავკრაფტიანული საგა ისევ დაბრუნდა. თამაშს 2014 წლიდან მოყოლებული ქმნიდნენ და გამომცემლების თქმით, საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ ოპტიმიზაციისთვის. სერიის წინა ნაწილი, Dark Corners of the Earth 2000-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა და ერთ-ერთ საკულტო Horror ჟანრის თამაშად არის მიჩნეული. ახალ სერიაში ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის მოთხრობების სიუჟეტების გარდა, 1981 წელს შექმნილი Role-Playing თამაშის ელემენტებიც იქნება შეტანილი. გრაფიკა საკმაოდ კარგად, ხოლო საერთო ატმოსფერო სახასიათოდ ამაღელვებელი.

 

 

Tom Clancy’s The Division 2

ცნობილი ამერიკელი ავტორის ტომ ქლენსის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი მორიგი თამაში, რომლის გამომცემელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი Ubisoft-ია. თამაშის სცენარი ქალაქ ვაშინგტონში ვითარდება. ერთმანეთს ორი  დაპირისპირებული ჯგუფი ებრძვის - მაროდიორები და გადარჩენილები. გეიმერებს კოორდინაციითა და ერთმანეთის დახმარებით მოუწევთ გამარჯვების მოპოვება. თამაშის ოფიციალური გამოსვლის თარიღად 2019 წლის 15 მარტია ჩანიშნული. თამაში PC, PlayStation 4 და XBOX One პლატოფრმებზე გამოვა.

 

 

Metro: Exodus

დიმიტრი გლუხოვსკის რომანების ტრილოგიის (რომელიც ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია) მიხედვით შექმნილი  თამაში სავსეა Survival Horror და Stealth ელემენტებით. თამაშის გმირ არტიომს, რომელმაც მოსკოვის მეტროს თავი დააღწია, პოსტ-აპოკალიპტურ რუსეთში ისევ მოუწევს გადარჩენა. სიუჟეტი 2036 წელს ვითარდება და ისევ სავსეა მუტანტებით, მტრულად განწყობილი ადამიანებით და ანომალიებით. არტიომი მდინარე ვოლგას გარშემო, ურალის მთებთან დახეტიალობს, რათა ლოკომოტივ „ავრორაზე“ მოხვდეს, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში სამშვიდობოს გაიყვანს. თამაშში მეორე მთავარი პერსონაჟი ანაც ჩანს, რომელიც უკვე არტიომის ცოლია.

ვისაც ეს ტრილოგია არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად გირჩევთ წაიკითხოთ და წინა ორი ნაწილიც ითამაშოთ. თამაშის ორივე ნაწილი Metro 2033 და Metro: Last Light ხელმისაწვდომია Steam-ზე, ხოლო ბალანსის შევსებას UniPAY-ს საფულიდან და steam.ge-ს მეშვეობით ყველაზე მარტივად შეძლებთ.

 

 

Days Gone

კიდევ ერთი თამაში პოსტ-აპოკალიპტური თემატიკით. ეპიდემიამ, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო შეიწირა, ადამიანები მოსიარულე მკვდრებად აქცია.  Freaker-ები სწრაფად განიცდიან მუტაციას და ღამით უფრო საშიშები არიან, ვიდრე დღისით.  გმირს მოუწევს როგორც Stealth მისიების გავლა, ასევე ცხელ და ხელჩართულ შეტაკებებში ბრძოლა. თამაშში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მოტორიანი ტრანსპორტის გამოყენება გადასაადგილებლად.

დეველოპერები თამაშს 2015 წლიდან ქმნიან და ხელმისაწვდომი 2019 წლის 22 თებერვლიდან იქნება. თამაში მხოლოდ PlayStation 4 პლატფორმაზე გამოვა. მანამდე კი შეგიძლიათ რესურსები მოიმარაგოთ UniPAY-ს საფულეში და შეიძინოთ SONY PlayStation 4-ის სასაჩუქრე ბარათი.

 

 

Star Wars Jedi: Fallen Order

თამაშის სიუჟეტი Star Wars: Episode III Revenge of the Sith-ის შემდეგ, იმპერიულ ერაში ვითარდება. მთავარი გმირი ჯედაი პადავანი იქნება. შინაარსი ტრადიციულია: ჯედაებს სითჰებთან ბრძოლა მოუწევს და ძალის ბალანსი ისევ იქნება შესანარჩუნებელი.

თამაშის გამოსვლა 2019 წელს იგეგმება და 3rd Person-ია. დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი.

 

 

Total War: Three Kingdoms

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიული თამაში ახალი სერიით გვიბრუნდება. ჩვენი წელთაღრიცხვის 190 წელს ჩინეთში დიდი არეულობაა. ჰანის დინასტია ბოროტის მსახურის და ტირანის დუნ ჩშო-ს ხელით იმართება. რაც უფრო იზრდება მისი ძალაუფლება, იმპერია მით უფრო მიექანება უფსკრულისაკენ. ჰორიზონტზე იმედი მოსჩანს - ჩინეთის 3 წარჩინებული გვარისშვილები ერთიანდებიან ტირანის შესაჩერებლად. შეაჩერებენ თუ არა ისინი მას, მთლიანად არის დამოკიდებული მოთამაშეზე. თამაში 2019 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე. მანამდე კი შეგიძლიათ რესურსები მოიმარაგოთ და შეავსოთ ანგარიში steam.ge-ს მეშვეობით.

 

Valve-ს In the Valley of the Gods

ყველასთვის კარგად ნაცნობი თამაშების და მთლიანად Steam-ის მწარმოებელი კიდევ ახალ თამაშს გვპირდება, რომელსაც, როგორც ყველა მათ თამაშს ძლიან ეტყობა სპეციფიური „ხელწერა“. Steam-ზე უკვე დიდი ხანია განთავსებულია In the Valley of the Gods, თუმცა გამოსვლის თარიღი უცნობია და მალე გახდება ცნობილი.

“We have some new games in the works, too. A couple have been announced, while others remain top secret.” - ვკითხულობთ მათ ოფიციალურ საიტზე. Top Secret.. რა გულისხმობენ? Half-Life 3-ს?

 

სასარგებლო ბმულები:

  1. სტიმი ანგარიშის შესავსებად: www.steam.ge
  2. Play Station 4-ის Gift Card-ის შესაძენად: https://www.unipay.com/services/playstation
  3. XBOX-ის Gift Card-ის შესავსებად: https://www.unipay.com/services/xbox
  4. სტატიის პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ: http://bit.ly/Video_Games_2018-19
  5. სტატიის მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ: http://bit.ly/Video_Games2018-19_II

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს მოცემული ბმულების მეშვეობით ^^