UniPAY Shopify-ს ოფიციალური პარტნიორია საქართველოში

ელექტრონულ ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, UniPAY სხვადასხვა ტიპის ბიზნესებს ალტერნატიული გადახდის არხების ინტეგრაციას მუდამ სთავაზობდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული კომერციის განვითარებაში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული. ამიერიდან კი, ქართული ბრენდი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი ელ-კომერციის პლატფორმა - Shopify-ის ოფიციალური პარტნიორია.

Shopify  საშუალებას აძლევს გამყიდველს ნებისმიერი სასურველი პარამეტრი მოარგოს ონლაინ მაღაზიას. ამისათვის  სულაც არ არის საჭირო დიზაინის ცოდნა, რადგან პლატფორმას აქვს უამრავი ლამაზი დიზაინის შაბლონი. Shopify-ს პლატფორმაზე შესაძლებელია გადახდების მიღება ლარში, MasterCard, VISA, AMEX  და რასაკვირველია, ელექტრონული საფულის ანგარიშიდანაც კი.

ბოლო წლებში ელექტრონული კომერცია საქართველოში წარმატებით იკიდებს ფეხს და პოპულარული ხდება. ანტრეპრენიორები და სტარტაპერები ფიზიკურ მაღაზიებსა და დახლებს ონლაინ გაყიდვებს ამჯობინებენ. საოფისე ფართის ხელსაყრელ ადგილას მოძიება გარკვეულ და არც თუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე დამწყები ბიზნესმენებს ურჩევნიათ პროდუქცია ონლაინ გაყიდონ. მეორეს მხრივ, ეს მომხმარებლისთვისაც კომფორტულია - მომენტალურად გადახდის შემდეგ შეკვეთილ ნივთს სასურველ მისამართზე მიიღებს. ვებ-გვერდის შექმნაც გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. საჭირო ხდება კადრის პოვნა, რომელიც ვებ გვერდს პროგრამულად გამართავს, ასევე საჭიროა დიზაინერი, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ და ბრენდის სპეციფიკაზე მორგებულ ვიზუალს შექმნის. სწორედ ამიტომ არის Shopify მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნესმენისთვის იმდენად მოსახერხებელია, რომ მოკლე დროში შეუიძლია შექმნას ვებსაიტი, მიიღოს გადახდები ლარში და მთლიანად მყიდველზე მოარგოს პლატფორმა. ის აგვარებს ყველაფერს  მარკეტინგიდან და გადახდებიდან დაწყებული, დაცული ჩექაუთით დამთავრებული.

 კომპანია UniPAY 2010 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს გადახდების ალტერნატიულ არხებსა და ტექნოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. ელექტრონული საფულის კონცეფცია მსოფლიოში ახალი ტენდენციაა და უამრავ დროსა და ენერგიას ზოგავს. უნიფეის ელექტრონული საფულისა და საფულე-აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, ისარგებლოს უამრავი ონლაინ მაღაზიით, შეასრულოს საბანკო გადარიცხვები, ან ისარგებლოს იმ გლობალური პროდუქტებით, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად სხვა გზებით მიუწვდომელია (Spotify, XBOX, PlayStation, iTunes და ა.შ.)

თუ მოგეწონა სტატია გაუზიარე მეგობრებს ქვემოთ მოცემული ლინკების მეშვეობით.