UniPAY OKAYCMS-ის ოფიციალური პარტნიორია

კომპანია UniPAY მუდამ იყო და არის ჩართული ელექტრონული კომერციის განვითარებაში საქართველოში. კომპანია ყოველთვის ეძებს გადახდების ალტერნატიულ არხებსა და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მომხმარებელთათვის. სულ ცოტა ხნის წინ, უნიფეი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საგადასახადო პლატფორმის - Shopify-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომელმაც ამ პლატფორმაზე გადახდების მიღება ლარში გახადა შესაძლებელი, ხოლო ამჯერად OKAY CMS-ს დაუმეგობრდა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით.

OKAY CMS არის open source-ზე მომუშავე ინტერნეტ-მაღაზიის მართვის სისტემა, რომელსაც ფართო შესაძლებლობები გააჩნია და შემუშავებულია SEO-ს სპეციალისტების მოთხოვნების შესაბამისად, რათა პროდუქტი საძიებო სისტემებში მაქსიმალურად ოპტიმიზირებულად წარმოჩინდეს. მას გააჩნია მძლავრი ფუნქციონალი, აღჭურვილია ეფექტური მარკეტინგული და ანალიტიკური ხელსაწყოებით. ადმინისტრატორის პანელი (Admin Panel) აღჭურვილია პროდუქციისა და კატეგორიების დამატების სრულყოფილი ფუნქციონალით, შეკვეთების მართვის სისტემით, SEO და მარკეტინგული ინსტრუმენტებით. აგრეთვე, სხვადასხვა სერვისებთან ინტეგრაციის საშუალებებით (ინეტგრაცია 1C-სთან, Yandex Market-თან და ა.შ.)

სისტემას ადაპტირებული ინტერფეისი აქვს და მუშაობს ყველანაირ ელექტრონულ მოწყობილობაზე - დაწყებული მცირე ზომის მობილურიდან, დამთავრებული დიდი რეზოლუციის მქონე პერსონალური კომპიუტერის ეკრანით. სისტემა მრავალენოვანია, რაც საშუალებას იძლევა, რომ მკვეთრად გაზარდოთ თქვენი ბიზნესის გეოგრაფია.

OKAY CMS-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი თემატიკის ონლაინმაღაზია, ტანსაცმლის, მობილური ტელეფონების და სამშენებლო მასალებიდან დაწყებული, ვიდეო, აუდიო და სხვა ციფრული პროდუქციით დამთავრებული.

 

რატომ უნდა აირჩიოთ OKAY CMS?

 

  • ოპტიმიზირებულია წინსვლისათვის
  • შექმნილია ინტერნეტ-კომერციისათვის
  • ღია საწყისი კოდი
  • მრავალენიანობა და მრავალვალუტიანობა
  • ადაპტური საიტი და სამართავი პანელი

 

სასარგებლო ბმულები

სისტემის ოფიციალურ საიტი:  http://okay-cms.ge

UniPAY-ს ელ-კომერცია: https://www.unipay.com/ecommerce

როგორ დავგეგმოთ ელექტრონული კომერცია სწორად: http://bit.ly/E_Comm

 

თუ მოგეწონა სტატია, მაშინ გაუზიარე ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ მეგობრებს ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით