ბლოგის როლი ელექტრონულ კომერციაში

ონლაინ მაღაზიებს დღესდღეობით კარგად ესმით ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა და ძირითადად ვების მიმართულებით ავითარებენ კომუნიკაციას. ისინი ქმნიან ვიზუალურად ლამაზ მაღაზიებს და აფინანსებენ ციფრულ სარეკლამო კამპანიებს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. თუ დავაკვირდებით მათ ვებგვერდებს, ადვილად შევამჩნევთ, რომ უმეტეს მათგანს ან საერთოდ არ აქვთ ბლოგი, ან არ გააჩნიათ სტრატეგია ბლოგინგის მხრივ.

ეს შეიძლება იყოს გამოუყენებელი შესაძლებლობა, მით უფრო ელ-კომერციაში, სადაც ბევრი ნიშა ჯერ არ არის გაჯერებული მაღალი ხარისხის საინტერესო კონტენტით. თუ ეძებ შთაგონების წყაროს, როგორ წარმოაჩინო საკუთარი ბიზნესი ბლოგინგის მეშვეობით, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ - როგორ ავარჩიოთ კონტენტი და განვავითაროთ ბლოგი.

დავიწყოთ იმით, თუ რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოს ბლოგმა:

 

როგორი უნდა იყოს ბლოგინგი?

კარგად მოფიქრებული, წინასწარ აწონ-დაწონილი ბლოგის სტრატეგია დაგეხმარება მომხმარებელთან ურთიერთობის აწყობაში, ვიზიტების რაოდენობის გაზრდაში და ახალი პროდუქციისა თუ სერვისის პრომოუშენში შენივე ბრენდის შენების გზაზე.

ბლოგს შეგიძლია კრეატიულად მიუდგე და მომხმარებელთან კომუნიკაციის სხვადასხვა გზა აირჩიო: სხვადასხვა ტიპის კონტენტი, თხრობის სტილი და ინფორმაციის მიწოდების შენებური ტაქტიკა. ეს ბლოგს შენი ბიზნესისთვის უფრო სასარგებლოს გახდის. 

ამ მიზეზის გამო ზოგი სტარტაპერი თავს იკავებს საიტზე ბლოგის ჩაშენებისგან. მხოლოდ რამოდენიმე პოსტის გამოქვეყნება თვის განმავლობაში შეიძლება სულაც არ იყოს საკმარისი ტრაფიკის მოსაზიდად - აუცილებელია განავითარო სტრატეგია, რომ უფრო დახვეწო და განავითარო.

 

რას სჭირდება ბლოგს:

  • ნდობის ფაქტორი - უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რომელიც სამიზნე აუდიტორიას მოეწონება. გაართე, ასწავლე, გაუზიარე სხვადასხვა სიახლე ან სამივეს ნაზავი. გახსოვდეს, რომ  ბლოგი პირველ რიგში შენი მომხმარებლებისთვისაა, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მათი სურვილები და საჭიროებები.
  • მკაფიო მიზნები - რისი მიღება გინდა ბლოგინგით? ბლოგმა საძიებო სისტემებიდან და სოც. მედიიდან მკითხველები საიტზე უნდა გადმოიყვანოს და ჩამოაყალიბოს ურთიერთობა და შედეგად გაზარდოს გაყიდვები.
  • შექმენი და აშენე ბრენდი - ბლოგი შეიძლება დაგეხმაროს არა მხოლოდ ბრენდის გაძლიერებაში, ასევე მის შექმნაშიც. ბლოგინგი შენი ბრენდის „ხმაა“ - რომელიც გაძლევს საშუალებას დაამყარო კონტაქტი მომხმარებელთან და გახადო შენი ბრენდი გამორჩეული.
  • იყავი თანმიმდევრული - თუ მხოლოდ ერთი პოსტის დადება შეგიძლია თვეში, დაე, იყოს ასე. ოღონდ დარწმუნდი, რომ ამას ზედმიწევნით სწორად და დროულად აკეთებ.

 

როგორი არ უნდა იყოს ბლოგი?

  • არ უნდა  იყოს მხოლოდ პროდუქტების გაყიდვაზე ორიენტირებული  - მომხმარებელი ისედაც შემოდის საიტზე შენი პროდუქტების სანახავად. თუ პროდუქტზე მეტი ინფორმაცია დასჭირდებათ, გაყიდვების სექციაში გადავლენ და არა ბლოგზე. თუმცა, შესაძლებელია შენმა ბლოგ-პოსტებმა გადაამისამართონ მკითხველი გაყიდვების გვერდზე.
  • არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ პროდუქტის ფოტოებისგან - არა აქვს  მნიშვნელობა რამდენად მოძებნადია შენი პროდუქტი ვებში, არ გადაავსო ბლოგი შენი პროდუქციის სურათებით. ცნობილი ფოტო-ბლოგერებიც კი ასათაურებენ თავიანთ ფოტოებს ისტორიებითა და კონტექსტებით. სურათებით მოთხრობილი ამბავი კი თავის მხრივ ემოციურ კავშირშია ფოტოსთან.
  • არ უნდა იყოს დაულაგებელი - კონტენტის მრავალფეროვნება განსაზღვრავს მკითხველთა სიმრავლეს. ეს ყველაფერი თემატურად ერთი ქოლგის ქვეშ უნდა იყოს მოქცეული, სადაც შენი პროდუქტი და აუდიტორია ერთად მოიყრის თავს. დააკავშირე სტატიები შენს ბრენდთან და დაყავი კატეგორიებად. ბრენდს, რომელსაც შეუძლია აუდიტორია მიიზიდოს გართობის, სწავლებისა და შთაგონების გზით, შეიძლება წარმატებულ ბლოგად ჩაითვალოს.

ბლოგს აქვს დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ განავითარო შენი ბრენდი, გაზარდო ელ-ფოსტით გამომწერები, ჩამოაყალიბო ურთიერთობა პოტენციურ მომხმარებელთან და ზოგადად, გაზარდო გაყიდვები. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანურად და სწორად განავითარებ. ელექტრონულ კომერციას აუცილებლად სჭირდება ბლოგი, თუმცა ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია შენივე ბრენდის სპეციფიკა - თუ უკვე გქონია შეკვეთა და იცნობ მომხმარებელს, მაშინ აუცილებლად იპოვნი შენს ინდივიდუალურ მიდგომას.

 

სასარგებლო ბმულები:

UniPAY Checkouthttps://www.unipay.com/ecommerce 

დაარეგისტრირე ბიზნესი UniPAY-ზე: https://www.unipay.com/business

მიიღე Shopify-ზე გადახდები ლარში: www.shopify.com.ge

 

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე ელექტრონული კომერციითა და ონლაინ გაყიდვებით დაინტერესებულ მეგობრებს ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით