პირველად საქართველოში: QR გადახდები UniPAY-სგან

2018 წლის სექტემბრიდან კომპანია UniPAY-მ ქართულ ბაზარზე პირველად QR (Quick Response) გადახდები დანერგა. QR გადახდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ამარტივებს ურთიერთობას მყიდველსა და გამყიდველს შორის.

QR უკონტაქტო გადახდის მეთოდია. გადახდა სმარტფონის კამერით სპეციალური კოდის სკანირებით ხდება. სკანირების შემდეგ მომხმარებელს შეჰყავს თანხის რაოდენობა და ასრულებს ოპერაციას.  გადახდის ეს მეთოდი, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე უსაფრთხოა და სავაჭრო ობიექტებზე ტერმინალით ტრანსფერისა და ნაღდი ანგარიშსწორების ალტერნატივაა.

UniPAY | QR ქსელში უკვე ჩაეშვა და მალე ქართველ მომხმარებლებს უფრო და უფრო მეტ ობიექტზე მიეცემათ თანამედროვე და დაცული მეთოდით გადახდის საშუალება. მეორეს მხრივ, UniPAY | QR-ის მეშვეობით მომხმარებლებს აღარ მოუწევთ საბანკო ბარათების ტერმინალებში გატარება, რაც მერჩანტებს თანამედროვე, დაცულ და მარტივ გადახდების პროცესს შესთავაზებს.

კომპანია UniPAY 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს ყველაზე უსაფრთხო და დაცულ ელექტრონულ საფულეს სთავაზობს. ელექტრონული საფულისა და საფულე-აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, ისარგებლოს უამრავი ონლაინ მაღაზიით, შეასრულოს საბანკო გადარიცხვები და ჰქონდეს წვდომა იმ გლობალურ პროდუქტებზე, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად სხვა გზებით მიუწვდომელია (Spotify, XBOX, PlayStation, iTunes და ა.შ.). კომპანია მომხმარებელს მუდამ სთავაზობს გადახდის თანამედროვე ალტერნატიულ მეთოდებს და ჩართულია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში.

 

სასარგებლო ბმულები:

გაიგე მეტი UniPAY | QR-ზე: www.unipay.com/qrpay 

UniPAY Checkout ელ-კომერციით დაინტერესებულთათვის: www.unipay.com/ecommerce 

გახსენი ელ-საფულე: www.unipay.com 

 

თუ მოგეწონა სიახლე გაუზიარე კომერციით დაინტერესებულ მეგობრებს ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით