როგორ დავარეგისტრირო დომენი?

თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტს დიდი როლი აქვს - დღეს ინტერნეტის გარეშე კომუნიკაცია წარმოუდგენელია. თავის დროზე, ჟენევის ლაბორატორიაში საკომუნიკაციოდ შექმნილმა პატარა ქსელმა მალე მთელი მსოფლიო მოიცვა და ვირტუალური იმპულსების მთელი იმპერია შექმნა. არსებობს ორგანიზაციები, რომელიც მხოლოდ ინტერნეტში, ვებგვერდებით არსებობენ და არ სჭირდებათ სხვა დამატებითი, ფიზიკური საარსებო სივრცე. ხშირ შემთხვევაში, სწორედ მხოლოდ კონკრეტული ესთეტიკის, ან დანიშნულების საიტის შექმნის იდეიდან იწყება დიდი კომპანიები და მიღწევები. ნოვატორები საიტის სახელის ესთეტიკიდან გამომდინარე ირჩევენ მიმართულებას, პოზიციონირებას და სწორედ ასე შეიძლება დაიბადოს გენიალური ბრენდი.  

დომენის არჩევა საერთოდ არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, როგორც ეს მაგალითად 10 წლის წინ იყო. მთავარია გქონდეს იდეა, თუნდაც მხოლოდ ვებგვერდის სახელის. UniPAY უამრავ ჭკვიან და სასარგებლო სერვისთან ერთად დომენის ყიდვის, ან ტრანსფერის შესაძლებლობას გაძლევს - ge.domains სარგებლობა ნებისმიერი საიტის მფლობელისთვის უმარტივესი პროცედურაა.

როგორ ავარჩიო სახელი?

როდესაც გუგლის შემქმნელებმა საძიებოს სისტემის სახელი googleplex-დან „ისესხეს“, ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ზმნად გადაიქცეოდა: დღეს ხშირად მოისმენ ქართულ ენაზეც - „დაგუგლე“. ვებგვერდის დომენი ზუსტად უნდა ესადაგებოდეს შენს კომპანიას, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობადი იქნება ის თუ კიბერ-სივრცეში დაიკარგება. ასე რომ კრეატიულობა ნამდვილად საჭიროა.

სახელის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს SEO-ს მხრივაც - მაგალითად, თუ აწარმოებ ბოთლებს და კომპანიას „მინისტარის კომპანია“ ჰქვია, აჯობებს უპირატესობა მაგალითად bottle.ge-ს მიანიჭო და არა ministariskompania.ge-ს, რადგან ადამიანები საძიებო ველში მარტივი სიტყვებით ეძებენ სასურველ პროდუქტს ან ინფორმაციას.

როგორ დავარეგისტრირო?

 შედიხარ ge.domains-ზე, საძიებო ველში ჩაწერ სახელს და თუ თავისუფალია, ყიდულობ - Voila! სასურველი დომენი შენია!  თუ www.unipay.com-ზე დარეგისტრირდები, მიაბამ ნებისმიერი ბანკის მასტერქარდს და ამ მასტერქარდით შეასრულებ გადახდას, გათამაშებაშიც ჩაერთვები და გექნება შანსი 5000, 3000 ან 1500 ლარი და სხვა სასიამოვნო პრიზებიც მოიგო.

ვებგვერდზე შეგიძლია დაარეგისტრირო .GE სივრცის ყველა სახის დომენი:

.ge,

.com.ge

.net.ge

.org.ge

.edu.ge

.school.ge

.pvt.ge

მალე დაემატება საერთაშორისო დომენები: .com, .info, .net, .org, .biz, .io და ა.შ.

დომენის რეგისტრაცია და აქტივაცია მომენტალურად ხდება, რეგისტრაციისა და გადახდის დასრულებისთანავე.

 

შემიძლია თუ არა ტრანსფერი?

რა თქმა უნდა შეგიძლია. დააგენერირებ ტრანსფერის კოდს, გაივლი რეგისტრაციას, ან თუ დარეგისტრირებული ხარ - ავტორიზაციას ge.domains-ზე. ტრანსფერის გვერდზე შეგყავს გადმოსატანი დომენის დასახელება და ტრანსფერის კოდი, ასრულებ გადახდას და პროცედურას. ტრანსფერის პროცედურისას იხდით დომენის გახანგრძლივების მინიმუმ 1 წლის საფასურს. რაც შეეხება გასხვისების პროცედურას, იგივე საფეხურებს მოიცავს, რასაც ტრანსფერი. შიდა ტრანსფერი კი სრულიად უფასოა.

აღსანიშნავია, რომ Ge.domains პირველი დომეინ-პროვაიდერია საქართველოში, რომელსაც გააჩნია DNS სერვისის მომსახურება, რომელიც სრულიად უფასოა. 

უნიფეი მუდამ სთავაზობს მომხმარებლებს ჭკვიან და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. დაწყებული ელექტრონული საფულის კონცეფციიდან, საქართველოში სხვა არხებით ჯერ მიუწვდომელი ონლაინ პროდუქტებით დამთავრებული.

 

თუ სტატია მოგწონს, გაუზიარე მეგობრებს ქვემოთმოცემული ლინკების მეშვეობით