UniCOIN.io განახლებული პლატფორმით დაბრუნდა

კრიპტოსაფულე UniCOIN განახლებული გამოცდილებით ბრუნდება. ის ახალ პლატფორმაზე გადადის და მომხმარებელს დაცულ და სანდო კრიპტოსაფულეს სთავაზობს.

UniCOIN-ის გუნდმა წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალ პლატფორმაში გაითვალისწინა ძველი მომხმარებლების გამოხმაურება არსებული კრიპტოსაფულეების კომპლექსურობასთან დაკავშირებით. ხსენებული გამოწვევის გათვალისწინებით, UniCOIN.io-ს ახალი პლატფორმა კრიპტოვალუტასთან მუშაობის მარტივ და მობილურ გამოცდილებას ნერგავს. რეგისტრირებულ მომხმარებლებს ავტომატურად ენიჭებათ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტების მისამართები და ბალანსები, რაც ტოპ-კრიპტოვალუტების - BTC, LTC, ETH, XRP, BCH (ბიტკოინის, ეთერიუმის, ლაითკოინის, რიფლის და ბიტკოინ ქეშის) ყიდვის, გაყიდვის, მიიღების, გაგზავნისა და კრიპტო პორტფელის ერთიან სივრცეში მართვის საშუალებას იძლევა. ტრანზაქციების განსახორციელებლად შესაძლებელია კრიპტოვალუტის გამოყენება და კონვერტაციის შემთხვევაში ნაღდი ფულის გატანა ნებისმიერ საბანკო ბარათზე ეროვნულ ვალუტაში. ტექნოლოგიურად UniCOIN  სრულიად თავსებადია SegWit-თან (Segregated Witness), რაც ბიტკოინის გადარიცხვის შემთხვევაში იძლევა მეტ სისწრაფესა და სტაბილურობას.

აღსანიშნავია, რომ UniCOIN სატესტო რეჟიმში მუშაობს და დახვეწისა და განვითარების პროცესშია. სამომავლოდ იგეგმება სხვა პოპულარული კრიპტოვალუტების დამატება და კრიპტოვალუტასთან მუშაობის გამოცდილების კიდევ უფრო დახვეწა.

 UniCOIN მულტი კრიპტოვალუტების პირველი საფულეა საქართველოში, რომელიც კომპანია UniPAY-ს ბაზაზე  შეიქმნა 2014 წელს.  მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ, შეინახონ, მიიღონ ან გააგზავნონ კრიპტოვალუტა. კომპანია UniPAY 2011 წელს დაარსდა და მომხმარებელს ფულადი ოპერაციების განხორციელებისთვის უამრავ ფუნქციას სთავაზობს.

 

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს