UniPAY საქართველოში Magento-ს ოფიციალური პარტნიორია

კომპანია „უნიფეი“ აგრძელებს Checkout პროექტის ფარგლებში მსოფლიოში პოპულარულ ელ-კომერციულ პლატფორმებთან დამეგობრებას. ამიერიდან სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ UniPAY წარმოდგენილია Magento-ს ბაზაში, როგორც გადახდების გადაწყვეტილება საქართველოში.

Magento ე.წ. open source-ის ეკოსისტემაზე დაფუძნებული ელ-კომერციული პლატფორმაა, რომელსაც უამრავი ხელსაწყო გააჩნია ეფექტური გაყიდვების უზრუნველსაყოფად. ის მთლიანად სტარტაპერებზეა მორგებული დახვეწილი ნავიგაციისა და გაუმჯობესებული კონვერსიების ხარჯზე. მისი მოქნილობა იძლევა საშუალებას სმარტფონიდან მართო გაყიდვები.

თუ შენი ვებ-გვერდისთვის უნიფეის გადახდების პლაგინი გჭირდება, მას magento.ge-ზე უფასოდ იპოვი და მარტივად შეძლებ ინსტალაციას.  რაც შეეხება ტექნიკურ ინტეგრაციას, ამ შემთხვევაში არანაირი დანახარჯი არ გექნება - მარტივი ინსტალაციის შემდეგ თქვენს ონლაინ მაღაზიაში თავისუფლად მიიღებთ გადახდებს VISA, Mastercard და AMEX ბარათებიდან.

UniPAY Checkout გადახდების ინტეგრაციის პლატფორმაა, რომელიც ეხმარება, დიდ, საშუალო და პატარა ბიზნესებს ვებ-გვერდზე გადახდების ინტეგრაციაში. მის მეშვეობით საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია Shopify, Wix, WooCommerce, OpenCart, CsCart და სხვა ცნობილი ელ-კომერციული პლატფორმები. UniPAY დაარსების დღიდან ჩართულია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში და სტარტაპერებს თავიანთი ონლაინ გაყიდვებისათვის ჭკვიან და მარტივ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

 

გაუზიარე სიახლე ელ-კომერციით დაინტერესებულ მეგობრებს