თუ სტარტაპი გაქვს და Facebook-ზე ყიდი...

გაქვს პროდუქტი, რომლის გაყიდვაც გინდა?
გინდა შექმნა ონლაინ მაღაზია, მაგრამ იცი, რომ ამისთვის თვეობით დეველოპერებსა და დიზაინერებთან მუშაობა და დიდი ბიუჯეტია საჭირო? შენ კი ჯერ სტარტაპერი ხარ.

გინდა მიიღო ონლაინ გადახდები, მაგრამ იცი რომ ამისთვის ბევრი წვალებაა საჭირო?

გინდა გაყიდო პირდაპირ facebook-ზე და ფიქრობ შეუძლებელია? 

თუ ერთ შეკითხვას მაინც უპასუხე დადებითად მაშინ გილოცავთ! 

შენ შეგიძლია რამდენიმე წუთში ამ ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარება!

 

როგორ?

წარმოგიდგენთ UniSHOP-ს - ყველაზე მარტივ და მოსახერხებელ გადაწყვეტილებას მათთვის, ვისაც სურს ონლაინ გაიყიდოს პროდუქტი ან სერვისი.

როგორ მუშაობს:

1. რეგისტრირდები ვებგვერდზე: unishop.ge შეგყავს მხოლოდ მაღაზიის სახელი, შენი მეილი და პაროლი. და აი უკვე შენი ონლაინ მაღაზია გაქვს! დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ ეგრეა ))

 

2. პირველად საქართველოში! გაყიდე Facebook-ზე - მხოლოდ უნიშოპის დახმარებით შეგიძლია საქართველოში Facebook-ზე გაყიდო შენი პროდუქცია, მიიღო გადახდები და მაქსიმალურად გაუმარტივო მომხმარებელს პროდუქტის შეძენის პროცედურა. 

 

3. დომენი - თუ არ გაქვს და არ გეჩქარება შეძენა, შეგიძლია ავტომატურად მონიჭებული ქვე-დომენი გამოიყენო. თუ გირჩევნია კონკრეტული დომენი გქონდეს, შეგიძლია აქვე შეიძინო ან უფასოდ გადმოიტანო უკვე შეძენილი დომენი.

 

4. დიზაინი - მაღაზიის ვიზუალური მხარე უმარტივესი სამართავია - ატვირთე პროდუქციის ფოტოები, მიაწერე აღწერები, ფასები, თუ გსურს იქვე ვიდეოც აუტვირთე პროდუქტებს მეტი თვალსაჩინოებისთვის.

 

5. გადახდა - ონლაინ გადახდების ჩართვაც სულ 1-2 დღის ამბავია, რეგისტრირდები UniPAY.com-ზე როგორც ბიზნესი, გვიკავშირდები, გიმზადებთ ხელშეკრულებას, ვაწერთ ხელს, გიწერთ პარამეტრებს, გიგზავნით მერჩანთ ID-ის და KYC-ის, შეიყვანთ თქვენს ადმინ პანელში და მზად ხართ UniPAY Checkout გადახდების მისაღებად საკრედიტო ბარათებით (VISA, Mastercard, AMEX), ელექტრონული საფულით (UniPAY Wallet) და პირველად საქართველოში QR კოდითაც კი (QR Pay).

 

6. მობილური აპლიკაცია - შეგიძლია მხოლოდ მობილურის საშუალებით მართო შენი ონლაინ მაღაზია - დაამატო ან ამოიღო პროდუქტები, მიუთითო ფასები, შეცვალო პარამეტრები, შეამოწმო შეკვეთები რეალურ დროში ნებისმიერ დროსა და ადგილას...

 

7. ადგილზე მიტანის სერვისი - შეგიძლია მომხმარებლებს მისცე საშუალება აირჩიონ მათთვის სასურველი მიტანის მეთოდი, ექსპრესი, სტანდარტული თუნდაც თვითონ მოაკითხონ პროდუქტს.

 

8. მარაგები - გინდა ერთ სივრცეში აღრიცხო და აკონტროლო შენი მარაგები - ზუსტად იცოდე ონლაინ თუ ოფლაინ გაყიდული პროდუქციის რაოდენობა და დარჩენილი მარაგების მონაცემები? უნიშოპი ამის მონიტორინგის საშუალებასაც გაძლევს.

 

9. ფასდაკლებას ან რამე პრომო აქციას გეგმავ? ეს ფუნქციაცაა უნიშოპში ინტეგრირებული და ძალიან მარტივად შეძლებ პრომო აქციების გამოყენებას შენი გაყიდვების გასაზრდელად.

 

10. უსაფრთხოება - UniSHOP მსოფლიოში კარგად ცნობილი ელ-კომერციული პლატფორმის - Ecwid-ის პარტნიორია. Ecwid 175 ქვეყანაში 1.5 მილიონ ონლაინ მაღაზიას ემსახურება. უნიშოპი Ecwid-თან ერთად ქართულ ბაზარზე ავითარებს ისეთ სწრაფ მოდულებსა და ხელსაწყოებს, რომელიც სტარტაპერს აძლევს საშუალებას იაფად და მარტივად გასტარტოს ონლაინ მაღაზია და ასევე მიიღოს ონლაინ გადახდები პირდაპირ Facebook-ზე.

 

 

მოკლედ, თუ მაღაზია მართლა გჭირდება, უკვე იცი რაც უნდა ქნა ;)

 

 

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე სტარტაპერ მეგობრებს, ან მათ ვინც Facebook-ზე ყიდის