თუ ონლაინ მაღაზიის VirtueMart-ზე აწყობას გეგმავ

ჩვენს ელ-კომერციულ პლატფორმას VirtueMart-იც შეემატა. თუ Joomla-ზე გაქვს აწყობილი საიტი და ონლაინ მაღაზიის ჩაშენებას გეგმავ, მაშინ გადახდების ინტეგრაციაში ჩვენ დაგეხმარებით, რადგან VirtueMart-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ საქართველოში, ისევე როგორც Shopify-ის, Wix-ის და Magento-ს. ჩვენ გვაქვს სურვილი და მიზანი, რომ ელექტრონული კომერციით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის გადახდების ინტეგრაცია და საიტის გამართვა იყოს მარტივი. ამაში უფრო დარწმუნდები, თუ ჩვენს უახლეს პროდუქტს - UniSHOP-ს გადაავლებ თვალს. თუმცა, ამ სტატიაში VirtueMart-ზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება და მის უპირატესობებზე მოგიყვეთ.

VirtueMart უამრავი ფუნქციის მქონე ელ-კომერციის საუეთესო გადაწყვეტილებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის Joomla-სთვის შექმნილი მრავალფუნქციური პლატფორმაა. ის Open Source-ზე მუშაობს, CMS ფუნქციაც გააჩნია და შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ონლაინ მაღაზიის, ასევე კატალოგის რეჟიმშიც, თუ გაუთიშავთ გაყიდვის ფუნქციას. VirtueMart-ის მეშვეობით შეძლებთ მართოთ შეუზღუდავი რაოდენობის პროდუქტები და კატეგორიები, რომლებიც თავის მხრივ ქვე-კატეგორიებადაც იყოფა. Open Source დეველოპერებს, რომლებიც PHP-ში მუშაობენ, საშუალება აქვთ საშოპინგე კალათა სრულად მოარგონ ვებ-გვერდის მოთხოვნილებებს.

დღესდღეობით VirtueMart-ს მსოფლიოში 269 000-ზე მეტი ონლაინ მაღაზია იყენებს. მისი პროგრამული მოთხოვნილებები ზუსტად ემთხვევა Joomla/Mambo-ს მოთხივნილებებს. მისი გადმოწერა და ინსტალაცია სრულიად უფასოა, ისევე როგორც UniPAY-ს გადახდების ინტეგრაცია. ასე რომ თუ გადაწყვეტ, რომ ონლაინ მაღაზია ამ პლატფორმაზე ააწყო, შეგიძლია მეილით, ტელეფონით ან ფეისბუქის მეშვეობით დაგვეკონტაქტო და ჩვენი გუნდი მზად იქნება დახმარებისათვის.

 

გაუზიარე სტატია ელ-კომერციით დაინტერესებულ მეგობრებს