QR PAY-ს მეშვეობით ლოტოს დახლებთან გადაიხდით

საქართველოს ლატარიის კომპანია გახდა ერთ-ერთი პირველი საქართველოში, ვინც მიიღებს გადახდებს QR PAY-ის მეშვეობით და შესთავაზებს მომხმარებლებს ინოვაციურ, ალტერნატიულ გადახდის მეთოდს.

UniPAY-მ საქართველოში პირველმა დანერგა გადახდის ალტერნატიულ მეთოდი - QR PAY და პარტნიორ კომპანიებს შესთავაზა მრავალ ქვეყანაში უკვე პოპულარული გადახდის მეთოდით სარგებლობა. ლატარიის კომპანიის ფილიალებში თანხის გადასახდელად საჭიროა მხოლოდ:

  • მობილური ტელეფონი;
  • უნიფეის აპლიკაცია;
  • მაღაზიის უნიკალური QR კოდი, რომელიც მომხმარებელს ლატარიის სალაროებთან დახვდება.

მომხმარებელმა უნდა დაასკანეროს მაღაზიის უნიკალური QR კოდი, შეიყვანოს თანხა და გადაიხადოს.

QR გადახდები გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი დონით, სიმარტივით, მოსახერხებლობითა და ინოვაციურობით. მომხმარებელს არ სჭირდება საბანკო ბარათების ტარება, მისი ტერმინალებში გატარება და არც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისთვის უწევს ზედმეტ სირთულეებთან გამკლავება - თანხის გამოტანა, ბანკომატების ძიება, მუდმივად საფულის ტარება და ა.შ.

დღეიდან საქართველოს ლატარიის კომპანიის ფილიალებში მომხმარებლები შეძლებენ მარტივად დაასკანერონ და გადაიხადონ UniPAY-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით. დაასკანერე და გადაიხადე!

თუ გჭირდება QR ფეი მიყევი ბმულს: www.unipay.com/qrpay

 

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს და მათაც, ვინც ონლაინ ყიდის: