UniPAY-ის ელექტრონული საფულის კონცეფცია მომავალი თაობის ინტერნეტ ბანკინგის განვითარებაა. გასულ წელს სხვადასხვა მოსახერხებელ პროდუქტთან ერთად ქართველი მომხმარებლისთვის შევქმენით XCard ბარათი.
X-Card UniPAY-ის ელექტრონული საფულის ბარათია, რომლითაც წამყვანი ქართული ბანკების (TBC, საქართველოს ბანკი, ლიბერთი) ბანკომატებში შეგიძლიათ თანხის განაღდება და ასევე თანხის გადახდა POS ტერმინალების მეშვეობით. ბარათის სერვისი ემსახურება ბეთლაივს, მისი აღება სრულიად უფასოა UniPAY-ის ფილიალებში ქვეყნის მასშტაბით და მას მომენტალურად მიიღებთ. „იქს-ქარდი“ ელექტრონული ფულის მართვის დაცული და მოსახერხებელი საშუალებაა.
ბარათით უკვე შესაძლებელია TBC-ის, საქართველოს ბანკის და ლიბერთის ბანკომატებიდან თანხის საკომისიოს გარეშე განაღდება და POS-ტერმინალებში გადახდა. ზემოთჩამოთვლილი ბანკების შემდეგ იგეგმება VTB ბანკის ქსელში ინტეგრაციაც, რაც ახლო მომავალში განხორციელდება.
X-Card ბარათს 2019 წლიდან დაემატება ელექტრონული საფულის მართვა და ელ-საფულედან თანხის მიღების ფუნქცია. „იქს ქარდი“ QRPAY-სთან ერთად უნიფეის მომავალი თაობის ელექტრონული საფულის ნაწილი გახდა.