როგორ შევიძინოთ და გავააქტიუროთ iTunes Gift Card?

Apple-მა გასული წლის ბოლოს დააანონსა, რომ 2019 წლიდან ქართული ბარათებიდანაც მიიღებდა გადახდებს. ამ სიახლემ ძალიან გაახარა Apple-ის პროდუქტების მომხმარებელი, რადგან მოთხოვნა უკვე დიდი ხანია არსებობს საქართველოს ბაზარზე. Apple-ის ფასიანი სერვისების შეძენა საქართველოდან iTunes Gift Card-ით არს შესაძლებელი.

 

ვინც ეძებს, ის აუცილებლად პოულობს

 

ამ ბლოგში iTunes-ის ბარათებზე მოგიყვებით. საქართველოში Apple-ის პროდუქცია პოპულარულია და შესაბამისად, მოთხოვნა Apple-ის ფასიან ონლაინ პროდუქტებზეც საკმაოდ მაღალია. თუ iOS ან MAC OS მომხმარებელი ხარ და iTunes-ის apple სასაჩუქრე ბარათი გაჩუქეს, უამრავი Apple-ის პროდუქტის ყიდვა შეგიძლია. თუ ბარათი აქამდე არ გამოგიყენებია, ამ ბლოგ პოსტში შევეცდებით ყველა იმ კითხვას ვუპასუხოთ, რომელიც აქამდე ამ პროდუქტის შესახებ გაგჩენია.

რა არის iTunes-ის სასაჩუქრე ბარათი?

მისი მეშვეობით შეგიძლია iTunes Store-ის ბალანსის შევსება. შევსებული ბალანსით შეგიძლია Apple-ის ნებისმიერი ონლაინ მედია პროდუქტი შეიძინო - წიგნები, მუსიკა, აპლიკაციები, ფილმები და ა.შ.

iTunes-ის სასაჩუქრე ბარათის შეძენა შეგიძლია როგორც ფიზიკურად, ასევე ციფრულად - ამ შემთხვევაში სასაჩუქრე კოდს ელ-ფოსტის მეშვეობით მიიღებ. ამის შემდეგ შეგიძლია კოდი გაააქტიურო შენი ტელეფონის, ან მაქბუქის გამოყენებით.

 

როგორ უნდა ვიყიდო iTunes Gift Card?

მარტივად:

  • შედიხარ ამ ბმულზე;
  • ირჩევ სასურველი ღირებულების ბარათს და ყიდულობ;
  • ყიდვისას მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგდის ბარათის უნიკალური კოდი;
  • კოდის გააქტიურების შემდეგ ბალანსზე გერიცხება სასაჩუქრე ბარათის ღირებულების შესაბამისი თანხა;

 

რა შემიძლია ვიყიდო სასაჩუქრე ბარათით?

სასაჩუქრე ბარათები გეხმარება შეიძინო სასურველი ფასიანი აპლიკაციები, თამაშების შიდა რესურსები, ოფიციალური მუსიკა, წიგნები, ფილმები და მრავალი სხვა.

გააქტიურების შემდეგ შეგიძლია შეიძინო:

  • აპლიკაციები და თამაშები iOS App Store და Mac App Store-ებიდან
  • მუსიკა, ონლაინ ტელევიზია და ფილმები iTunes-დან
  • iCloud სივრცის გაზრდა

iCloud ერთერთი ყველაზე დაცული ფაილების შესანახი სივრცეა. პირადი ვიდეოები და ფოტოები ჩვენს მოგონებებს ინახავს და საკმაოდ ძვირფასია ჩვენთვის. ვინაიდან დღევანდელმა 4K ან HD ხარისხში გადაღებულმა ვიდეომ შეიძლება საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავოს iCloud-ზე, შეიძლება არც კი გვეყოს ის სტანდარტული 5GB-იანი სივრცე, რასაც Apple უფასოდ გვთავაზობს. აი ამიტომ გვჭირდება დამატებითი სივრცე iCloud-ზე.

როგორ მუშაობს:

სტანდარტულად iCloud-სთვის 50 გბ, 200 გბ და 2 ტბ-იანი სივრცეები შეგიძლია შეიძინო. აუცილებლად გაითვალისწინე, რომ ფასიანი სივრცით სარგებლობისათვის ყოველთვიურად უნდა გადაიხადო.

iPhone, iPad ან iPod Touch-დან:

  1. შედიხარ Setting > [შენი პროფილი] > manage storage or iCloud Storage. თუ iOS 10.2 ან უფრო ძველ ვერსიას იყენებ - Settings > iCloud > Storage;
  2. აირჩიე Buy More Storage ან შეცვალე Storage Plan;
  3. აირჩიე რომელი ზომის სივრცე გჭირდება;
  4. აირჩიე ყიდვა და მიჰყევი ეკრანზე მოცემულ შემდეგ ისნტრუქციებს
  5. სანამ ამ ინსტრუქციას მიყვები, დარწმუნდი, რომ iTunes Gift Card უკვე ნაყიდი გაქვს

Macbook ან Mac-ზე:

  1. აირჩიე Apple მენიუ > System Preferences და დააწკაპე iCloud-ზე;
  2. დააჭირე Manage-ს ქვედა მარჯვენა კუთხეში;
  3. დააწკაპე Change Storage Plan or Buy More Storage;
  4. აირჩიე სასურველი პაკეტი;
  5. დააჭირე Next-ს და შეიყვანე შენი Apple ID და პაროლი;
  6. გადაამოწმე, რომ iTunes სასაჩუქრე ბარათი შეძენილი გაქვს;

Windows PC-ზე:

  1. გახსენი iCloud for Windows;
  2. დააწკაპე Storage-ზე;
  3. დააწკაპე Change Storage Plan;
  4. აირჩიე პაკეტი და დააჭირე Next-ს;
  5. შეიყვანე შენი Apple ID და პაროლი და დააჭირე ყიდვას;
  6. დარწმუნდი, რომ ბალანსზე გაქვს თანხა. თუ არ გაქვს შეიძინე iTunes Gift Card;

ინტერნეტში და სოციალურ ქსელში სიფრთხილე გმართებს, რადგან ხშირია თაღლითობის შემთხვევები. თაღლითები გთავაზობენ  ცრუ სერვისებს და მოტყუების გზით ითვისებენ მომხმარებლების თანხას და საკრედიტო ბარათების დეტალებს. ამიტომ კარგად გადაამოწმეთ, რომ სანდო სერვისების მეშვეობით შეიძინოთ სასურველი სასაჩუქრე ბარათი.


როგორ გავააქტიურო ჩემი iTunes Gift Card?

iPhone-ზე, iPad-ზე ან iPod Touch-ზე:

  1. შედიხარ App Store-ში;
  2. Today განყოფილებაში აირჩიე user icon მარჯვენა მაღალ კუთხეში
  3. აირჩიე Redeem Gift Card or Code

 

MacBook-ზე ან Windows PC-ზე iTunes-ში ბარათის გასააქტიურებლად:

  1. გახსენი iTunes და დააწკაპეთ Store განყოფილებაზე;
  2. მარჯვენა მხარეს ეკრანზე დააწკაპეთ Redeem ღილაკზე;
  3. შეიყვანეთ თქვენი Apple ID და პაროლი;
  4. შეიყვანეთ კოდი და გაააქტიურეთ;

 

როგორ შევამოწმო ბალანსი?

ჩართეთ App Store და Today სექციაში აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი მარჯვენა მაღალ კუთხეში. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ბალანსზე არის თანხა, გამოჩნდება თქვენი პროფილის სურათის ქვეშ. თუ არ გაქვთ ბალანსი, შესაბამისად არაფერი გამოჩნდება.

მაქბუქიდან ან Windows პერსონალური კომპიუტერიდან: ჩართე iTunes და დარმწუნდით რომ შესული ხართ აპლიკაციაში Account > Sign in. დააწკაპეთ Store სექციაზე და მარჯვენა მაღალ კუთხეში გამოჩნდება ბალანსზე არსებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ბალანსზე თანხა, განულებული ანგარიში არ გამოჩნდება. როდესაც გაააქტიურებთ სასაჩუქრე ბარათს, ბალანსი Apple-ის ყველა სივრცეში (გარდა ფიზიკური მაღაზიებისა) არის საერთო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ კოდი და არ გახსოვთ გამოიყენეთ თუ არა, სცადეთ გააქტიურება. ბარათის კოდს აქვს სარგებლობის ვადა, ხოლო უკვე შევსებულ ბალანსს არა.

აღსანიშნავია, რომ Apple-ს აქვს ელექტრონული საფულე, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში მიუწვდომელია. თუ ეძებ მომავალი თაობის ქართულ ელექტრონულ საფულეს, სცადე UniPAY-ის მომავალი თაობის ბანკინგი - რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მარტივად შეძლებ, რომ iTunes Gift Card იყიდო.

 

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს, რომლებიც iOS, Mac და Apple-ის სხვა პროდუქტებით სარგებლობენ