სოც-მედია მარკეტინგის სტრატეგია ონლაინ გაყიდვების გასაზრდელად - ნაწილი I

ყველა, ვისაც ონლაინ მაღაზია აქვს, რაღაც ეტაპზე დგება გამოწვევის წინაშე - როგორ გაზარდოს ონლაინ გაყიდვები? იმის ცოდნა, საიდან დაიწყო და როგორ გახდე სხვებისგან გამორჩეული, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში.

საქართველოში ელ-კომერცია ძალიან სწრაფად ვითარდება და მოხარულები ვართ, რომ ამაში ჩვენი წვლილიც არის. ბოლო წლების ელ-კომერციულმა ბუმმა მომხმარებელს მისცა საშუალება, რომ სახლიდან გაუსვლელად იშოპინგოს, თუმცა მეორეს მხრივ სტარტაპერებს გაურთულა გამოწვევა: გაზრდილი კონკურენციის პირობებში უნდა მოახერხონ მომხმარებლის ყურადღების მიქცევა.

ონლაინ გაყიდვების სტიმულირებისთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელია. ზუსტად ამ მარკეტინგულ არხზე და სოციალური მედია მარკეტინგის რამდენიმე ნაცად სტრატეგიაზე მოგიყვებით ამ სტატიაში.

 

რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?

სოც-მედია მარკეტინგი არის სხვადასხვა სოც-მედია პლატფორმებზე პროდუქტის რეკლამირების და აგრეთვე, სერვისების, პროდუქტებისა და ბრენდის გაყიდვის პროცესი. ბრენდებს შეუძლიათ გამოიყენონ უფასო (ე.წ. Organic) და ფასიანი სოც-მედია მარკეტინგული ტაქტიკები ონლაინ გაყიდვებისა და ცნობადობის გასაზრდელად.

 რა სარგებელი მოაქვს სოციალურ მედია მარკეტინგს?

როდესაც ეფექტურად იყენებ, სოც-მედიას, მას შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს შენს ბიზნესს. კვლევები აჩვენებენ, რომ იმ კომპანიების უმეტესობა, რომლებიც სოციალურ მედია მარკეტინგს მიმართავენ შედეგად გაზრდილ შემოსავალსა და გაყიდვებს ღებულობენ.

ონლაინ გაყიდვებისა და შემოსავლის ზრდის გარდა, სოც-მედია მარკეტინგი ეხმარება ბრენდებს ორმხრივი, პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან. ამ გზით მნიშვნელოვან ინფორმაციას ღებულობ მომხმარებლებისგან შენი ბრენდის, პროდუქტის, ინდუსტრიის და კონკურენტების შესახებაც კი.

 

მოდი, განვიხილოთ სხვადასხვა სტრატეგია

 

დადე საინტერესო და რელევანტური პოსტები

გვერდის გამომწერების გასაზრდელად აუცილებელია საინტერესო პოსტების რეგულარულად განთავსება. კვლევები აჩვენებს, რომ აუდიტორიის რეაგირება პოსტებზე დამოკიდებულია პოსტების განთავსების სიხშირეზე, ამიტომ უმჯობესია გატესტოთ სხვადასხვა სიხშირით პოსტების განთავსება და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. ასევე თქვენი პოსტებისა და მათზე გამოხმაურების მონაცემები შეგიძლიათ თქვენი კონკურენტებისას შეადაროთ და ამის მიხედვითაც გააკეთოთ დასკვნები.

სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვა ხერხებით ადგენენ პოსტების რაოდენობის ოპტიმალურ რაოდენობას. თუმცა სწორად შერჩეული სიხშირე არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია გვქონდეს კარგად ჩამოყალიბებული გეგმა, რომლის მიხედვითაც შევქმნით სწორ კონტენტს. გაითვალისწინე, რომ სოციალურ მედიაში არ არსებობს „ნეიტრალური“ რეაქციები, ასე რომ თუ კონტენტი არ არის კარგი, არ დაპოსტო.

გაზარდე ნდობა მომხმარებლის შეფასების ხარჯზე

პროდუქტის შესახებ დატოვებული დადებითი შეფასებები ზრდის სხვა მომხმარებლების ნდობას და კიდევ ერთი კარგი საშუალებაა გაყიდვების გასაზრდელად.

თუ შესაძლებელია, დაუკავშირე სოციალური მედია შენი ბიზნესის გაყიდვების გვერდს და მიეცი მომხმარებელს საშუალება დატოვოს კომენტარი და შეფასება პროდუქტთან დაკავშირებით.  

შექმენი მიკრო-კონტენტი სოც-მედიასთვის

აუცილებელია გაითვალისწინო, რომ მომხმარებელი ხშირად დროის გასაყვანად ან უბრალოდ სამსახურში გონების გადასატვირთად სქროლავს სოციალურ ქსელს თავის მობილურ მოწყობილობაში. სწორედ ამიტომ, მათ უნდა შევთავაზოთ მარტივი, სხარტი კონტენტი, რომლის აღსაქმელად არ დასჭირდებათ დიდი დრო ან გონების დაძაბვა.

დაამატე სოც-მედია ღილაკები ვებ-გვერდზე

გაზიარების ღილაკები კარგად მუშაობს და ხელს უწყობს ვირუსულობას, რომელიც რასაკვირველია ასტიმულირებს ტრაფიკის შემოდინებას ვებ-გვერდზე, რაც თავის მხრივ კარგია ონლაინ გაყიდვების გასაზრდელად. მოხმარებლისთვის პოპულარული სოც-მედია გვერდების ღილაკები ადვილად მისაგნები უნდა იყოს საიტზე, რათა სურვილის შემთხვევაში ადვილად გააზიარონ.

სოც-მედიაში საიტს ე.წ meta კონტენტი მიჰყვება - დარწმუნდი, რომ ყველაფერი სწორადაა გაწერილი, რათა გაზიარებულ ბმულს სასურველი ვიზუალი გაყვეს, რომელიც სწორ წარმოდგენას შეუქმნის feed-ში სხვა პოტენციურ მომხმარებელს.

შესაძლოა ღილაკებს ისეთი ფორმა და ზომა მიანიჭო, რომელიც ზუსტად ერგება შენი პროდუქტის თუ ვებ-გვერდის ესთეტიკას (როგორებიცაა, ფერი, ფორმა, ზომა). ანალიზის შემდეგ თუ აღმოაჩენ, რომ გაზიარების ღილაკებს შენი მომხმარებლები არ იყენებენ, შეგიძლია ისინი უფრო უბრალო და ადვილად მისაღები გახადო მომხმარებლებისთვის. თუ გსურს, რომ შენი ონლაინ მაღაზიისათვის ღილაკები დააგენერირო, მაშინ AddThis ხელსაწყო გამოგადგება, რომელსაც ბევრი შაბლონი და საკუთარი ანალიტიკა აქვს. ეს ხელსაწყო ღილაკების სწორად პოზიციონირებაშიც დაგეხმარება.

სტატიის მომდევნო ნაწილში სოც-მედია მარკეტინგის სხვა დეტალებზე მოგიყვებით. თუ გსურს ფეისბუქის გვერდიდან გაყიდო და მიიღო ონლაინ გადახდები, სცადე უნიშოპი. ამ პლატფორმაზე შენს ონლაინ მაღაზიას სულ რამოდენიმე წუთში შექმნი.

FinTech და e-commerce სიახლეების გასაგებად გამოგვყევი: Facebook-ზე, LinkedIn-ზე და Medium-ზე

 

 

თუ მოგწეონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს ქვემოთ მოცემული ღილაკების მეშვეობით: