სოც-მედია მარკეტინგის სტრატეგია ონლაინ გაყიდვების გასაზრდელად - ნაწილი II

ვაგრძელებთ რჩევებს და რეკომენდაციებს სოც-მედია მარკეტინგის სტრატეგიის შესახებ. ბლოგის პირველ ნაწილი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

 

აქტიურად და სწორად გამოიყენე #ჰეშთეგები

#ჰეშტეგებს დიდი როლი აქვთ თანამედროვე სოციალურ მედიაში. ის გეხმარება სწორად მოძებნო საჭირო თემატიკა, ან შეუერთდე გლობალურ დისკუსიას და გამოწვევას. ამ გამოწვევებს შეგიძლია შენი ბრენდის სოც-მედია კამპანიაც მიუერთო და ცნობადობაც უფრო აამაღლო.

აუცილებელია ჰეშთეგები სხვადასხვა სოც-მედია არხში სხვადასხვანაირად გამოიყენო

მაგალითისთვის:

  • Twitter-ზე უფრო კარგად მხოლოდ ერთი ჰეშთეგი მუშაობს
  • Instagram-ზე პირიქით: რაც უფრო მეტია ჰეშთეგი, მით უფრო მეტია Engagement
  • Facebook-ზე უკეთესია თუ ჰეშთეგს არ გამოიყენებ

თუკი წინ რაიმე დიდი ღონისძიებაა,  შეგიძლია წინასწარ მოემზადო, რომ შენი ბრენდის და დიდი მოვლენის თემატიკა გადაიკვეთოს. მაგალითად, თუ მოდასთან კავშირშია შენი ბრენდი, დაპოსტე ივენთის შესახებ და ქოფიში დაუწერე რომელ ცნობილ ადამიანს რა აცვია.

ივენთების/ღონისძიებების უმეტესობას თავისი ჰეშთეგი აქვს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო. ჰეშთეგის გამოყენება არ უნდა ჰგავდეს ჰეშთეგის „მოტაცებას“.  კამპანიაში ჩართვა ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.

 

 პოსტები უნდა ეხმიანებოდეს მიმდინარე ტრენდულ თემას

პოსტების მეშვეობით შეგიძლია ახალ აუდიტორიას მისწვდე, თუკი გაითვალისწინებ მიმდინარე ტრენდებს, რომლებიც მოცემულ მომენტში რელევანტურია. თუკი ყურადღებას მიაქცევ ჰეშთეგებს და ახალ ტრენდებს, მაშინ მოგეცემა შანსი უფრო მეტ ადამიანს გააგონო ხმა.  ეცადე მიუდგე კრეატიულად - იქნება ეს პაროდია, ახალ meme-ებზე პოსტების აწყობა თუ სხვა პოპულარული თემა

 

მიაქციე ყურადღება SEO-ს

აუცილებლად ჩადე ინვესტიცია SEO-ში (SEO – Search Engine Optimization; ქართ: საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია). პროფესიონალურად დაგეგმილი და შექმნილი ოპტიმიზაცია დაგეხმარება მიიღო უფრო მეტი ტრაფიკი შენს ვებ-გვერდზე. ღირებულება განისაზღვრება იმისდა მიხედვით, რისი მიღწევა გსურს და ასევე, რა საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნია ამ საქმისთვის დაქირავებულ ადამიანს.

 

ჩართე გაყიდვები ფეისბუქის გვერდზე

შეიძლება ჯერ არ იცი, მაგრამ საქართველოში არსებობს პლატფორმა, რომელიც გაძლევს საშუალებას შენივე გვერდზე ჩააშენო ონლაინ მაღაზია, გაყიდო პირდაპირ Facebook-დან და მიიღო ონლაინ გადახდები ფეისბუქზევე. UniSHOP ძალზედ მოსახერხებელი ონლაინ მაღაზიის შესაქმნელი პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე წუთში შექმნი ონლაინ მაღაზიას. სცადე 14 დღიანი უფასო ვერსია.

 

შექმენი Facebook ჯგუფი ან იაქტიურე უკვე არსებულში

ფეისბუქის ჯგუფებში უამრავი ადამიანია გაწევრიანებული. ჯგუფები ინტერესების და თემატიკის მიხედვით არის დაყოფილი, შესაბამისად სჯობს აირჩიო რომელში არიან შენი ბიზნესის პოტენციური მომხმარებლები. მთავარია შექმნა დადებითი წარმოდგენა შენი პროდუქტის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ გაყიდვები დაიწყო. დროთა განმავლობაში შენს მიმართ ნდობა გაიზრდება და სხვა წევრები ბუნებრივად დაინტერესდებიან შენი საქმიანობითა და პროდუქციით.

 

დაუმიზნე რეკლამა უკვე დაინტერესებულ აუდიენციას

ვინაიდან უფრო და უფრო რთული ხდება ბიზნეს გვერდებისათვის ორგანულად ყურადღების მიქცევა, ფასიანი სეგმენტირებული რეკლამები უფრო და უფრო აქტუალური ხდება სოციალურ მედიაში. რეკლამის დამიზნება სეგმენტირებულად არის შესაძლებელი, სრული კონტროლი გაქვს თუ ვინ ნახავს შენს დამიზნებულ რეკლამას. მაგალითისათვის, თავიდან შესაძლებელია სულ რაღაც $50-იანი ბიუჯეტი სცადო.

როდესაც მსგავსი ტიპის რეკლამას უშვებ, ამ რეკლამას უგზავნი იმ მომხმარებლებს, ვინც უკვე იყვნენ შენს საიტზე და რაიმე ტიპის კონკრეტული მოქმემდება გააკეთეს.

 

სოც-მედია მარკეტინგი საჭიროებს კრეატიულ მიდგომას

ეფექტური სოც-მედია კამპანია საჭიროებს სწორ კონტენტს, წინასწარ დაგეგმილ, პროდუქტთან დაკავშირებულ პოსტებს და ყველაფრის ავტომატიზირებას, რაც კი შესაძლებელია. საუკეთესო სოც-მედია კამპანია არის ის, რომელიც ყველაზე კარგ კომუნიკაციაშია შენს მომხმარებელთან, რომელსაც აუცილებელია გაუგო, გქონდეს სწორი რეაქცია მის ყოველ ქმედებაზე და ამასთანავე სწორად დაინახო ის სამყარო რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მაშინ როდესაც უამრავი კომპანია იყენებს სოც-მედიას, როგორც პლატფორმას გაზარდონ ცნობადობა და გაყიდვები, ის რჩება ერთერთ ყველაზე პირდაპირ საკომუნიკაციო არხად სამიზნე აუდიტორიასთან, რომელთა უმრავლესობისთვის სოციალური მედია ყოველდღიური გასართობი საშუალებაა.

 

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს ქვემოთ მოცემული ღილაკების მეშვეობით