UniSHOP-ის სამართავი მობილური აპლიკაცია განახლდა

UniSHOP-ის სამართავი “My e-SHOP” აპლიკაციის ბოლო განახლების შედეგად უკვე შესაძლებელია Offline ვაჭრობის რეჟიმშიც აღირიცხოს მარაგები და თანხის გატარება ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით. აპლიკაცია გაყიდვების კონტროლის საშუალებას აძლევს იმ მერჩანტებსაც, ვისაც ჯერ არ აქვს ონლაინ მაღაზია, თუმცა ფიზიკური ობიექტიდან ყიდის პროდუქციას. აპლიკაციით სარგებლობისათვის აუცილებელია შეძენილი გქონდეთ UniSHOP-ის რომელიმე პაკეტი.

უნიშოპი პირველი ქართული ელ-კომერციული პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ონლაინ მაღაზია რამდენიმე წუთში, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მაღაზიას აქვს ბევრი მოსახერხებელი ფუნქცია: მისი ინტეგრირება შესაძლებელია Facebook-ის გვერდთან, მართვადია მობილური აპლიკაციით, რომლითაც აკონტროლებთ კატალოგსა და მარაგებს, ქმნით ფასდაკლების კუპონებს, ცოცხალ რეჟიმში ხედავთ შეკვეთებსა და გაყიდვებს.

UniSHOP ერთადერთი e-Commerce პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა Facebook-ის გვერდზე მიიღოთ ონლაინ გადახდები.

აპლიკაციის ბმულები

Android: bit.ly/2CRcjJ7

iOS: apple.co/2HSUPQM