Ge.Domains - პირველი Cloudflare-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

Ge.Domains დომენების ყიდვისა და მართვის პლატფორმაა, სადაც შეგიძლია შეიძინოთ როგორც ადგილობრივი .ge, ასევე საერთაშორისო დომენები. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს SSL სერტიფიკატებს, ბიზნეს ელ ფოსტას და დაცულ DNS სერვისს.

Ge.Domains კიდევ ახალ ტექნოლოგიურ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს - რეგისტრირებული დომენები ამიერიდან აღჭურვილია CloudFlare-ის დაცული სერვისებით. CloudFlare მსოფლიოს უდიდესი ქსელია, რომელიც ეხმარება ბიზნესმენებს, ბლოგერებს, ორგანიზაციებს და ვებგვერდებს, სწრაფად და უსაფრთხოდ მუშაობაში. მისი მეშვეობით საიტები დაცულია DDoS შეტევებისგან - სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს რომელი ტრაფიკი არის სპამი და ფილტრავს მას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერვისი პირველია საქართველოში, CloudFlare ავტომატურად ენიჭება ყველა ge.domains-ზე დარეგისტრირებულ (ან დატრანსფერებულ) მომხმარებელს ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს CloudFlare უფასო სერვისი ან ნებისმიერ დროს შეიძინოს CloudFlare-ის პრემიუმ პაკეტი, რომელიც უფრო მაღალ ფუნქციურია და მეტ უსაფრთოხებისა და დაცვის ფუნქციონალს მოიცავს.

.ge-ზე დაბოლოებული დომენებისა და ზოგადი ტიპის დომენების გარდა (com.ge, .net.ge, .org.ge), ამიერიდან Ge.Domains-ზე შესაძლებელია საერთაშორისო დომენების .com, .net, design, .wiki, .site, .co, .mobi, .shop და ა.შ. შეძენაც. დომენების მრავალფეროვნება კრეატიული სახელის შერჩევას გაუადვილებს იმ ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ სტარტაპებსა და ბიზნესებს, რომელთაც ონლაინ გაყიდვებში ჯერ არ მოუსინჯავთ ძალები. საერთაშორისო დომენების ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია დომენის სახელის პოპულარობაზე.

დომენების რეგისტრატორი ge.domains უახლოეს მომავალში მომხმარებელს შესთავაზებს ბიზნეს ელ-ფოსტას, რომელსაც ბიზნესი გამოიყენებს მომენტალურად თავისი დომენის ქვეშ. სერვისს აგრეთვე დაემატება SSL სერტიფიკატები, რომლებიც აუცილებელია იმ სტარტაპისა და ბიზნესისათვის, რომლებიც ელექტრონულ კომერციას იწყებენ და სურთ ჰქონდეთ დაცული გარემო მომხმარებლისათვის. Ge.domans-ზე ასევე უფასოა DNS სერვისების მართვაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სვადასხვა პლატფორმებთან დაკავშირება.

Ge.domains-ზე დომენის სხვა რეგისტრატორიდან ტრანსფერის პროცესი საკმაოდ მარტივია, ტრანსფერი უნდა დაიწყოთ იმ კომპანიის საიტზე, რომელიც თქვენი დომენის რეგისტრატორია და მიუთითოთ ახალი რეგიტრატორი. Ge.domains-ზე დომენის ტრანსფერი უფასოა,  გადმოტანისას იხდით მხოლოდ სერვისის 1 წლით გახანგრძლივების საფასურს.

 

სასარგებლო ბმული: Ge.Domains Facebook გვერდი