GeForce NOW - თამაში შეზღუდვების გარეშე

Nvidia-მ წარადგინა ახალი პროდუქტი Geforce Now რომელიც სრულად ცვლის გეიმინგ სამყაროს. წარმოიდგინეთ უსაზღვრო შესაძლებლობების კომპიუტერი რომლითაც ნებისმიერი თამაშის გაშვება შეგეძლებათ, Nvidia ამის შესაძლებლობას გაძლევთ Geforce Now ს დახმარებით რომელიც სტრიმინგის საშუალებით გაუშვებს ნებისმიერ თამაშს რომელიც მის ბიბლიოთეკაშია მოცემული.


Nvidia ცდილობს დღითიდღე გაზარდოს თამაშების რაოდენობა, ამ ეტაპზე პროგრამაში მოცემულია 400-ზე მეტი თამაში. ჯერ ჯერობით მხოლოდ ბეტა ვერსია არსებობს რომელიც სრულად უფასოა, ამისათვის გჭირდებათ მხოლოდ Geforce Now ზე რეგისტრაცია


კომპანია ამ რთულ ამოცანას ძალიან მარტივად გაუმკლავდა, საერთოდ არ შეიმჩნევა ხარვეზი თამაშის დროს, დაგვეთანხმებით მარტივი არ არის ქლაუდ გეიმინგ პლატფორმის შექმნა რომელსაც არ ექნება არც კადრის და არც კონტროლერზე რეაქციის ხარვეზი.

პროგრამაში მოცემულია უფასო და ფასიანი თამაშების მთელი ნუსხა, ფასიანი თამაშის გასაშვებად თქვენ დაგჭირდებათ Steam-ის ანგარიში და თამაშის შეძენა რასაც კომპანია უნიფეი ყველაზე მარტივად გთავაზობთ